"გელათი საფრთხეშია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ვალდებულია, გაასაჯაროვოს ყველა დოკუმენტაცია"
საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა, გამოფხიზლებულიყო და ეღიარებინა გელათის რეაბილიტაციის დროს მთელი სისტემის ჩავარდნა, რის გამოც დაზიანდა უნიკალური ფრესკები, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო უწყებები ცდილობენ, მთელი პასუხისმგებლობა დააკისრონ შემსრულებელ კომპანიებს.
"მათი მოქმედებები კვლავ თვალთმაქცურია. სახელმწიფო უწყებები ცდილობენ, მთელი პასუხისმგებლობა დააკისრონ შემსრულებელ კომპანიებს. ამის მაგალითია ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე დღის წინ დააჯარიმა შემსრულებელი კომპანიები და გელათში სამუშაოების გაგრძელება ახალ კომპანიას, „ბაგინეთი +" მიანდო.
მაგრამ ეს არანაირად არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს:
ახალ კომპანიაში იგივე ადამიანები ფიგურირებენ, ვინც ჩართული იყო რეაბილიტაციის პროცესში, რომელიც კრახით დასრულდა;
უცნობია, რა წესით მოხდა კომპანია „ბაგინეთი +"ის შერჩევა, ვინ და რა წესით შეამოწმა მისი კომპეტენცია, სწორად აწარმოოს სამუშაოები და არ დაუშვას იგივე, რაც უკვე მოხდა;
როცა მივიღეთ უმძიმესი შედეგები გელათში სწორედ იმიტომ, რომ სააგენტომ არ განახორციელა მონიტორინგი სამუშაოებზე, რა გარანტია აქვს საზოგადოებას, რომ იგივე სააგენტოს და იგივე ხელმძღვანელობის პირობებში, ახლა დაცულები ვართ სააგენტოს გულგრილი და არაკომპეტენტური დამოკიდებულებისაგან გელათის სამონასტრო კომპლექსის მიმართ?
ამ და სხვა კითხვებით მე დღეს ოფიციალურად მივმართავ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.
ასევე გავიმეორებ იმას, რაზეც გასული წლის ივლისიდან მოვუწოდებდით სახელმწიფოს: გელათის რეაბილიტაციის პროცესში საუკეთესო საერთაშორისო სპეციალისტები უნდა ჩაერთონ და პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.
მე უკვე მივმართე რამდენიმე სახელმწიფო უწყებას, მათ შორის კულტურის სამინისტროს. გელათზე დამოუკიდებელ გამოძიებას ჩავატარებ - ეს საქმე ვერ ჩაიფარცხება. თუ დღეს არ დავიცავთ ჩვენს მემკვიდრეობას, ხვალ დასაცავიც აღარაფერი გვექნება,"- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე