სუს-ის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, ადვოკატმა გამოკითხვის ოქმში, ცრუ ინფორმაცია მიუთითა
ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი უპირისპირდება და აცხადებს, რომ გამოკითხვის ოქმში, მიხეილ რამიშვილმა ცრუ ინფორმაცია მიუთითა.
საუბარია მეხსიერების ბარათებზე, ე.წ. ფლეშკებზე, რომელსაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი თამარ ბაჩალიაშილს აწვდიდა.
პატიმრობაში მყოფი პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა ინფორმაციას უარყოფს, ხოლო მისი ადვოკატი რამიშვილს არაკოლეგიალურობაში ადანაშაულებს. დავით ხარატი უარყოფს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბაჩალიაშვილის შესახებ რაიმე იანფორმაციას ფლობდა. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დოკუმენტზე ხელი ისე მოაწერა, არ წაუკითხავს მასზე რა ეწერა, ხოლო რამიშვილი კი ამ დროს სულ სხვა თემაზე ელაპარაკებოდა.
მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ შეუძლიათ ვიდეოჩანაწერები ამოიღონ, რომლითაც დადასტურდება, რომ სუს-ის ყოფილი თანამშრომელი მას შეხვდა, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა და გამოკითხვის ოქმზეც ხელი მოაწერა. რამიშვილის თქმით, ის რომ მას ხელი არაფერზე მოუწერია, სიცრუეა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"