"გამოცხადდება კონკრეტული ადგილი, თარიღი, აეროპორტი და უნდა იყოთ მზად" - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის მიზნის მისაღწევად ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის, არ გამორიცხავს ქვეყანაში დაბრუნებას.
ამის შესახებ მან "ფეისბუქზე" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
“ყველაფერი შეიძენს ფასს საქართველოში მას შემდეგ, რაც ამათ ახლა გავისტუმრებთ. მე განვიხილავ ყველა ვარიანტს, მე მინდა ვუთხრა ყველა ჩემს მომხრეს და ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. რაღაც მომენტში გამოცხადდება კონკრეტული ადგილი, თარიღი, აეროპორტი და უნდა იყოთ მზად.
მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ერთად უნდა ვიბრძოდეთ. ჩამოვა და ვიღაც გადაგვარჩენს, ეს არ იმუშავებს. ჩამოვა და ვიღაც თავს შეწირავს – კი ბატონო, იმუშავებს..." - განაცხადა სააკაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე