"პომპეოს დაშანტაჟება ძალიან ძნელია, მასთან ვმეგობრობ" - ნათელაშვილი
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დაშანტაჟება რთულია.
აღნიშნულით ის გამოეხმაურა გავრცელებულ ვერსიას, თითქოს "ქართული ოცნება" მაიკ პომპეოს აშანტაჟებს, რათა ოპოზიციას არ შეხვდეს.
"პომპეოს დაშანტაჟება ძალიან ძნელია და შეიძლება, ითქვას, შეუძლებელი. ბატონ პომპეოს, როდესაც იყო კანზასის კონგრესმენი ვაშინგტონში, ხშირად ვხვდებოდი, ჩვენ ვმეგობრობთ. არ არის ის პიროვნება, რომელზეც შეიძლება, რამემ ან ვინმემ იმოქმედოს. თუ საჭიროდ ჩათვლის, შეხვდება ოპოზიციას, თუ არ ჩათვლის საჭიროდ, არ შეხვდება, მაგრამ ინფორმაციას მიიღებს სრულად,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
სიახლეები
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი