"როცა პარტია უარს ამბობს პარლამენტზე, არ უნდა ისარგებლოს პრივილეგიებით" - კობახიძე
პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ლოგიკურია, რომ როცა პოლიტიკური პარტია უარს ამბობს ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატზე, მან არ უნდა ისარგებლოს არც იმ პრივილეგიებით, რომელიც ამ მანდატთან არის დაკავშირებული.
„ეს არის ლოგიკური ინიციატივა და მსჯელობა გაგრძელდება. შეიძლება, შესაბამისი კანონპროექტი ინიციატივის სახითაც შევიდეს პარლამენტში, რაზეც შემდეგი მოწვევის პარლამენტი იმსჯელებს. თუ არჩევნების შედეგებს არ აღიარებ, მაშინ ამ არჩევნებთან დაკავშირებულ პრივილეგიებსაც არ უნდა იღებდე, ეს ძალიან მარტივია. როცა ხალხმა მანდატი მოგვანიჭა და ამით არ სარგებლობ, საპარლამენტო საქმიანობას არ ეწევი, შესაბამისი პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდე. არგუმენტები არის ძალიან მყარი და ამ ინიციატივის განხილვას გავაგრძელებთ. შეიძლება, პარლამენტში კანონპროექტი ინიციატივის წესით უახლოეს პერიოდში შევიდეს, დეკემბერში კი, ასეთ პროექტზე მსჯელობა შემდეგ მოწვევას მოუწევს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს