"ადამიანურადაც გული დამწყვიტა" - მელია ვაშაძის შესახებ
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია ეხმაურება, მისივე პარტიის თავმჯდომარის განცხადებას და ამბობს, რომ იგი "პრესსამსახურთან შეთანხმებული არ ყოფილა".
მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება მისთვის ადამიანურად საწყენი იყო.
მელიას განმარტებიით, პოლიტიკური ლიდერებიც არ ეწინააღმდეგებიან დიალოგს, თუმცა ეს უნდა იყოს მშვიდობიანი აქციების პარალელურად.
"ნებისმიერი განცხადების გავრცელების, თუ გაკეთების დროს მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. როდესაც განცხადება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ან სხვადასხვანაირად კითხულობს მკითხველი, ან ისმენს მსმენელი, ეს უკვე არაა საუკეთესო განცხადება.
მთავარი რაც გაცხადებული აქვს ფართო საზოგადოებას, ესაა ის, რაც გაცხადდა რუსთაველის გამზირზე, სადაც გაერთიანდა განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფი.
პარტიაში არსებობს პრესსამსახური და ბატონ გრიგოლს [ვაშაძეს] არასოდეს არ გაუვრცელებია განცხადება პრესსამსახურის გვერდის ავლით, ეს იყო ერთადერთი, როცა მან ეს გააკეთა. ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დამწყვიტა. ეტყობა ყველას ვერ გაგვიგია, რა გამოწვევაა ქვეყანაში, ეტყობა ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რაზე ვსაუბრობთ რუსთაველის გამზირზე.
არავინაა დიალოგის წინააღმდეგი, ხო? არავინ, ვინც რუსთაველის გამზირზე მოდის, მაგრამ ეს იქნება პარალელურად მშვიდობიანი აქციებისა. დიალოგი გაიმართება არამხოლოდ სამართლიან არჩევნებზე, არამედ, უბრალოდ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის მოპოვებაზე", - თქვა ნიკა მელიამ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე