"გაგვაგებინეთ თქვენი თავმჯდომარე რას ბოდავს, სად გაიზარდეთ?" - ჩერგოლეიშვილი
ჟურნალ "ტაბულას" მთვარი რედაქტორი და "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერი თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება და პარტიას მიმართავს, მედიას და საზოგადოებას საერთო პოზიციის შესახებ აცნობოს.
"ნაცმოძრაობავ - გაგვაგებინეთ თქვენი თავმჯდომარე რას ბოდავს.
თქვენი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე სადაა? და ასევე საინტერესოა, რას ფიქრობს ვაშაძის განცხადებაზე თქვენი ბელადი? თანმიმდევრულობა თქვენი ძლიერი მხარე არ ყოფილა, რაც თქვენგან ტვინები გავიდა, მას მერე, განსაკუთრებით, მაგრამ ეს ახლა ყველას ეხება და ეგებ განგვიმარტოთ მედიას! მიუხედავად იმისა, ვეთანხმებოდი თუ არა ბოიკოტს, ხელისუფლებაზე ეფექტიანი წნეხისთვის ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია თანმიმდევრულობა. ამასთან - ყველაფერს აქვს თავისი წესი. როცა ერთსულოვან გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, ღირსეული ადამიანი, გასაჯაროვებამდე შიგნით კამათობს გადაწყვეტილების შესაცვლელად. ეს ვაბშე რა წესია? სად გაიზარდეთ?" - წერს ჩერგოლეიშვილი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე