"გიგი უგულავას მიმართვა არ იყო ეთიკური, თუმცა, არ გასცდენია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს" - ლომჯარია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, 8 ნოემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ჟურნალისტებისადმი მიმართვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსმა მედიის წარმომადგენლებს არაეთიკურად მიმართა, თუმცა, მისივე თქმით, კომენტარი არ გასცდენია გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ ფარგლებს.
,,რამდენიმე მედია საშუალება აქტიურად გვიკავშირდება, სურთ სახალხო დამცველოს კომენტარი ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკოს გიგი უგულავას მიერ ,,იმედის" და ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტების მიმართ გამოხატულ შეფასებებზე.
პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, ძალიან დაძაბულ ვითარებაში უწყვეტ რეჟიმში აშუქებდნენ მოვლენებს. ბევრი მათგანი დაშავდა და დაუზიანდათ აპარატურა, რაც აუცილებლად უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი!
სამწუხაროდ, ხშირია პოლიტიკოსების, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მიმართვები, რაც ჩემთვის მიუღებელია და ცდება პოლიტიკური ეთიკის და კულტურის ფარგლებს. სწორედ ისინი უნდა აძლევდნენ საზოგადოებას ჟურნალისტებთან ურთიერთობის მაგალითს.
რაც შეხება ამ კონკრეტული ინციდენტის სამართლებრივ შეფასებას, გიგი უგულავას მიმართვაც არ იყო ეთიკური, თუმცა, კომენტარი არ გაცდენია გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ ფარგლებს, რა შემთვევაშიც, ჩვენ აუცილებლად გვექნებოდა და გვექნება მომავალშიც რეაგირება.
კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, მიუხედავად დაძაბულობისა, პატივი სცენ მედიის წარმომადგენლებს და ხელი შეუწყონ მათ უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში მუშაობას!", - წერს სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე