ოპოზიცია მორიგ აქციას 14 ნოემბერს გამართავს
გაერთიანებული ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამართავს, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ბრძოლა არ შენელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
,,უამრავი საპროტესტო აქცია დაემატება სხვადასხვა წერტილში, ყოველდღიურად, მაგრამ მგონია, რომ რუსთაველის გამზირზე, ჩვენ ძალიან ბევრნი კიდევ ერთხელ უნდა შევიკრიბოთ, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ კობახიძე-ივანიშვილი იძახის 7 000 და ჩვენ ვართ ზღვა ხალხი, ამიტომ მგონია, რომ აი, ეს გამზირი უნდა გადაივსოს შაბათს, 3 საათზე, გადაივსება და ამით სხვა სტიმული მიეცემა ჩვენს ბრძოლას, მაგრამ შაბათამდე ჩემი ჩათვლით, მეგობრების ჩათვლით, ყველა ვიბრძოლებთ, ყველა კუთხე-კუნჭულში, მოთმინებით უნდა ვიყოთ, ჩვენ ვართ ისტორიის სწორ მხარეს. ძალიან ბევრი დადგება კიდევ", - განაცხადა მელიამ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე