"საერთაშორისო პარტნიორებს სურთ, რომ შეხვედრა დააორგანიზონ" - კობახიძე
საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ სურვილი, რომ გარკვეული შეხვედრა დააორგანიზონ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით და ჩვენ მათ ანგარიშს ვუწევთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„საზოგადოებას რომ ვუთხრათ სრული სიმართლე. ქალბატონი თინა ბოკუჩავა გვიკავშირდებოდა მე და არჩილ თალაკვაძეს, მას ვუპასუხეთ, როგორც პარლამენტის წევრს. მან გამოთქვა შეხვედრის სურვილი, ჩვენ ვკითხეთ, თუ რა იყო შეხვედრის მიზანი, რა ფორმატი წარმოადგინეს და ა.შ. დავაზუსტეთ ეს დეტალები და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მან მოგვაწოდა. ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ სურვილი, რომ გარკვეული შეხვედრა დააორგანიზონ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით და ჩვენ მათ ანგარიშს ვუწევთ. ჩვენი პოზიცია ეს იყო. თუ იქნება ასეთი ინტერესი, ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გავუწევთ ანგარიშს და გვექნება ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ამაზე ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე