მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიმართავს.
მისი თქმით, ყველას, ვინც მოყვება, თუ როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება, ხელშეუხებლობის გარანტიები ექნება. გარდა ამისა, სააკაშვილი მათ წახალისებასაც ჰპირდება.
„მინდა მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს, თქვენ რაც გააკეთეთ, ეს არის მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ გაძლევთ გარანტიას და დარწმუნებული ვარ ამას ყველა დაეთანხმება, რომ ყველას ვინც ახლა გამოვა და მოყვება იმას, თუ როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არა მხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ, ყველანაირად წახალისდებით და იქნებით მხარდაჭერილი საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების და შემდეგი ხელისუფლებების მიერ.
ამაში ვარ დარწმუნებული და მინდა ამ წუთებში, უახლოეს დღეებში ყველა დაფიქრდეთ, რაზე მოგაწერინეს ხელი, ნებით თუ უნებლიედ, რამხელა დანაშაულში მიგაღებინეს მონაწილეობა და რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის ახლა სიმართლის თქმა. ბოლოს და ბოლოს, ყველა ქართველები ხართ.
ნამდვილად არ გვსურს არავისზე რევანში, მე ნამდვილად არ მსურს, რომ ვინმეს მიმართ რამე რეპრესიები განხორციელდეს, თუნდაც ეს იყოს კანონით დამსახურებული, მაგრამ ახლა, სანამ გვიან არ არის, დადექით ხალხის მხარეს, ეს არის ისტორიისთვის, თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი მომავლისთვის, თქვენი ადამიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ვიმოქმედებთ, სანამ ივანიშვილი არ აღიარებს და არ დააბრუნებს ნაძარცვ არჩევნებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ვიდეო მიმართავს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სიახლეები
- " ტრამპი „დიფ სთეითს“ თუ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება, ამ ბრძოლაში თუ წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია, ჩვენს ენას, სარწმუნოებას ყოველთვის დავიცავთ" - ირაკლი ზარქუა
- პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს
- "გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში" - გიორგი ვოლსკი
- "მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში გაეგზავნა მეომრები, დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა, ჩვენი მოქალაქეების ხელით გვითრევდნენ ომში" - შალვა პაპუაშვილი
- " მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის, ჯო ვილსონი შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია" - ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“