"ქართულ ოცნებას" შანსი აქვს გახდეს ძლიერი ოპოზიცია" - სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" ორი გზა აქვს დარჩენილი. გადადოს არჩევნები და მიიღოს ნული ხმა, ან ჩაატაროს და მშვიდობიანად გადავიდეს ოპოზიციაში საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლობით.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" არჩევნებში აუცილებლად დამარცხდება და უმჯობესია ოპოზიციაში გადავიდეს.
"ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი. ერთი - გადადოს არჩევნები და მიიღოს პრაქტიკულად ნული ხმა და ეს მათთვის ძალიან ცუდი სცენარია, ან ჩაატაროს არჩევნები და გადავიდეს ოპოზიციაში საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლობით, იმიტომ, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ ამის შანსი იყოს სერიოზული ოპოზიცია. ყველა ციფრი, ყველა განწყობა მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები აქვთ წაგებული", - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე