"ჩემს თანატოლებს „ბირჟაზე“ დგომისთვის არ უნდა ეცალოთ, ამისთვის ხელისუფლებამ სამუშაო ადგილები უნდა შეუქმნას“ – გვანცა სადუნიშვილი
„ახალგაზრდებმა ახალგაზრდებისთვის უფრო მეტად უნდა ვიბრძოლოთ“ – პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გვანცა სადუნიშვილი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის ერთადერთ გზას უმუშევრობის აღმოფხვრაში ხედავს.
თვლის, რომ მის თანატოლებს შესაძლებლობების საუკუნეში ქუჩაში დგომისთვის არ უნდა ეცალოთ.
„დღეს ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შევხდით და მათ არსებული პრობლემების შესახებ ვესაუბრეთ. პრინციპში, მოულოდნელიც არაფერი მოგვისმენია – შესაკეთებელი გზები, დასაძლევია უმუშევრობა, სამუშაოა ქვეყნის ეკონომიკაზე, დასაბრუნებელია ტერიტორიები… ჩვენი პარტიის ლიდერებს ამ პრობლემების აღმოფხვრის ზუსტი გეგმა აქვთ. ვთვლი, რომ დღეს ხელისუფლების წინააღმდეგ სწორედ ის ელემენტარული საკითხები მუშაობს, რომლის მოგვარებაც წინა მთავრობამ ვერ მოახერხა. ჩვენი ინტერესის მთავარი საგანი ამ ეტაპზე ჩვენი თანატოლები არიან. ბევრი მათგანი დროის დიდ ნაწილს ქუჩაში, ე.წ. „ბირჟაზე“ ატარებს. მიზეზი უმუშევრობაა. აი, ესაა რეალური პრობლემა. ნებისმიერმა ხელისუფალმა ქვეყნის ეკონომიკურ აღმასვლაზე უნდა იფიქროს, სამუშაო ადგილები შექმნას, ახალგაზრდებს განათლების მიღებაში შეუწყოს ხელი და ა.შ. სხვაგვარად საქმე უარესად წაგვივა! ეს კი არ უნდა დავუშვათ!“ – აღნიშნა გვანცა სადუნიშვილმა.
(NS)
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე