"სააკაშვილი უტიფარი და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია" - ირაკლი სესიაშვილი
სააკაშვილი ჩემთვის იმდენად უტიფარი, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია, ლიდერსაც ვერ დავარქმევ, ალბათ უფრო მავნებელს დავარქმევ, რომ მისი განცხადება, რომელსაც ყოველ მეორე დღეს ფორმას და შინაარსს უცვლის, თავიანთი მხარდამჭერებისთვისაც უკვე სასაცილო ხდება , - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი თავისივე ტყუილებშია აბნეული.
„არ მგონია, რომ ღირდეს მისი განცხადება რაიმე სახის კომენტარისთვის. თავად არის აბნეული თავის ტყუილებში თავის ვითომდა პოლიტიკურ ინტერესებზე გათვლილი განცხადებებით და თავისთვის შეინახოს ეს ყველაფერი. ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება, ნაბიჯები კეთილდღეობისკენ და ქვეყნის გაძლიერებისკენ, ვინც ამის ირგვლივ გაერთიანდება, მადლობა ყველას", - განაცხადა სესიაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე