"პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის" - გახარია
"არჩევნები ტარდება სრულიად ახალი, უფრო დემოკრატიული პრინციპით.
ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარანტულ გარემოში და ეს ასე იქნება. ყველას ძალიან კარგად გვესმის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლიას. გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო და მოსახლეობას წესების დაცვისკენ მოუწოდა.
"პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის. მოგეხსენებათ, ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება, ეს ხომ არ არის სიახლე, ყოველთვის ვამბობდით, რომ მარტივი წესები უნდა დავიცვათ. დღეს განვითარებულ მსოფლიოში პირბადეზე, დისტანაციაზე და ელემენტარულ ჰიგიენურ წესებზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელების ვერავინ მოიგონა. ამიტომ, ეს წესები უნდა დავიცვათ“, – განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს