ნათელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას თხოვს
შალვა ნათელაშვილმა რუსეთის ყოფილი საელჩოს ტერიტორიასთან რუსული ოკუპაცია გააპროტესტა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციას მიმართვა ორ – ქართულ და რუსულ ენებზე გაუგზავნა.
შალვა ნათელაშვილმა ასევე მიმართა აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტს, მან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედოს.
„რუსეთი მობილიზებულია, ჩაერიოს უახლოეს საარჩევნო პროცესებში, თავიანთი, საკუთარი ოლიგარქიული რეჟიმის დასატოვებლად. მობილიზებულია სპეცსამსახურები, ხელისუფლების სათანადო სტრუქტურები, პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაცია, მილიონობით ფული და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ სამუდამოდ გაანადგურონ ქართული სახელმწიფოებრიობა, რის საშუალებასაც მას დღევანდელი და მომავალი თაობა არ მივცემთ და ამას ვაცხადებთ აქ, მათივე საელჩოს ნარჩენებთან. დღეს ჩვენ იძულებულები გავხდით, გაგვეგზავნა მოთხოვნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში, რათა საქართველოში არჩევნების პროცესში ჩარევისთვის რუსეთის ფედერაციას დაედოს საერთაშორისო სანქციები. იმედია, სანქციების საფრთხე და რეალობა აიძულებს პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციას, თავი დაგვანებოს, ოკუპაცია დაამთავროს და დაიწყოს იმ თანამშრომლობაზე ფიქრი, რომლებიც ჩვენი ორივე ხალხის საერთო ინტერესებშია. ჩვენი ხალხების ინტერესებშია მშვიდობა, ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა, ბიზნესის განვითარება, უვიზო რეჟიმი, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მას შემდეგ, რაც საქართველოს იურისდიქცია გავრცელდება ფსოუში, ჯავაში, ცხინვალში, როგორც ამას მოითხოვს გაერო-ს წესდება და მსოფლიო თანამეგობრობა," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე