"მე არ მივისწრაფვი ხელისუფლებისკენ" - სააკაშვილი
"მე არ მივისწრაფვი ხელისუფლებისკენ.
თუ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, შედგება შეთანხმება რომ ვინმე სხვა პრემიერობის უკეთესი კანდიდატი იყოს, ეს მათი გადასაწყვეტია. თუმცა, დღეს, გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ბოლომდე ჩართვა", - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთ.
მისი თქმით, არანაირი იდეაფიქსი და მისწრაფება ძალაუფლებისკენ არ აქვს.
"მე როდესაც გავაკეთე განცხადება პრემიერობაზე, ვთქვი თავიდანვე, რომ ვაპირებ ამას მხოლოდ დროებით... იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად გადავლახავთ ამ უბედურებას, რაშიც ვართ... ამოვალთ კრიზისიდან, ამოვათრევთ ქვეყანას ჭაობიდან... ნამდვილად არანაირი იდეაფიქსი და მისწრაფება არ მაქვს ძალაუფლებისკენ და კაბინეტში წამოსკუპებისკენ.
პოროშენკომ სამჯერ შემომთავაზა უკრაინის პრემიერმინისტრობა და ეს კარგად ცნობილი ფაქტია. სამჯერ ვუთხარი უარი, იმიტომ, რომ არ იყო იმ პირობების, რომ მე რაიმე გამეკეთებინა. ამიტომ, ეს არ არის ჩემი თანამდებობაზე ოცნებები. ჩემთვის არის საუბარი ახლა გამარჯვებისთვის ყველამ უნდა გადავდოთ თავი და ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, რაც მოემსახურება ამ გამარჯვებას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
უკრაინაში მოღვაწე პოლიტიკოსმა საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება 27 აგვისტოს გააკეთა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე