"სააკაშვილი ვერ ჩამოვა, რადგან მშიშარაა" - სოზარ სუბარი
სააკაშვილი ვერ ჩამოვა, რადგან მშიშარაა, მშიშარა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს უყვარს ზღაპრების მოყოლა, მაგრამ ის საქართველოში ვერ ჩამოვა და დადასტურდა კიდეც.
„სააკაშვილს მე არსად ვეპატიჟები, მას ეპატიჟება საქართველოს კანონმდებლობა და სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებები. წერტილი. ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება.
რაც შეეხება მის ჩამოსვლას, მან თვითონ თქვა, რომ არსად ჩამოსვლას არ აპირებს. ვუსმენდი და სადმე თქვა, როდის ჩამოდის? ვერ ჩამოვა, რადგან მშიშარაა, მშიშარა, ვერსად ჩამოვა. მართლმსაჯულების ეშინია, ქართველი ხალხის ეშინია, ჰაერში გაფრენილი თვითმფრინავის ეშინია, ისე ეშინია, რომ სტუმარს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტოვებს საფრთხის ქვეშ და თვითონ დაფორთხავს ტალახში. ეს არის თქვენი და ჩვენი ერთ დროს მთავარსარდალი. მერე მოდის და ჰყვება, როგორ დაფრინავდა ღრუბელ-ღრუბელ, ზღაპრებს. ზღაპრების მოყოლა უყვარს, მაგრამ ის აქ ვერ ჩამოვა და თვითონ დაადასტურა, რომ ჩამოსვლას არ აპირებს, რადგან ეშინია.
კი, ბატონო, გრიგოლ ვაშაძეს უნდა მისი ჩამოსვლა და ეპატიჟება, შეიძლება, ხატია დეკანოიძეს უნდა, სხვებსაც უნდათ, მაგრამ ვერ ჩამოვა, რასაც თქვენც დაინახავთ, ჩვენც დავინახავთ, მრავალგზის დავინახეთ“ , - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე