“მაჟორიტარულ ოლქებში არ ინდობენ ერთმანეთს და პრემიერობას დაუთმობენ?” - საყვარელიძე ოპოზიციაზე
“მელას რაც ელანდებოდაო - ასეთი რამე გამოსდის ვაშაძეს.
მისი ფიგურა ნამდვილად არ იქნება გამაერთიანებელი”, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” საუბრისას “სტრატეგია აღამაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ პროდასავლური კოალიციის მოლოდინი აქვს, რომლის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც თავად იქნება. საყვარელიძის შეფასებით, ანეკდოტური სიტუაცია იქმნება, როდესაც პოლიტიკური პარტიები წინასწარ მსგავს ანცხადებებს აკეთებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მაჟორიტარულ ოლქებში არ ინდობენ ერთმანეთს და პრემიერობას დაუთმობენ?” - საყვარელიძე ოპოზიციაზე.
“ანეკდოტური სიტუაციაა და ამ ანეკტოდურობას ქმნიან თვითონ, თავიანთი განცხადებებით, ჯერ გაიმარჯვონ, გამარჯვების შემდეგ თუ აღმოჩნდება, რომ მათ ვინმე ჰკითხავს პრემიერობის ამბავს, შემდეგ გადაწყვიტონ ვინ იქნება პრემიერი. მე მეეჭვება, რომ მაინცდამაინც ვაშაძე იყოს, რადგან ვაშაძის მიმართ თვითონ ოპოზიციაში საკმაოდ მკვეთრი დამოკიდებულებაა. მიუღებელია ის “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომელსაც წამყვანი პოზიცია აქვს ოპოზიციურ სპექტრში. რაც შეეხება ზოგად შეფასებას, რომ დასავლური ორიენტაციის მქონე პარტიებმა შექმნან კოალიცია, ეგეც ანალიტიკოსების მხრიდან ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ ის პარტია, რომელმაც თავის დროზე დაუკანონა დამატებითი ტერიტორიები აფხაზეთის და ცხინვალის არსებულ ხელისუფლებას, რომელმაც წამოიწყო ომი და შემდეგ ფაქტიურად დათმო, რომელმაც მთელი საკვანძო ობიექტები რუსეთს გადასცა, არაა აღქმული, როგორც რუსეთისთის ცუდის გამკეთებელი პარტია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელძე.
“მისი თქმით, ვაშაძე ვერ იქნება ოპოზიციური პარტიების გამაერთიანებელი ფიგურა, რადგან მას “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა არ აქვს. “ლაპარაკი არის, ოპოზიციური პარტიების გარკვეულ ჯგუფზე, ე.წ. “ნათელაშვილის ფანჩატურის” პარტიებზე, რომლებიც ერთმანეთს არ ინდობენ მაჟორიტარულ ოლქებში და პრემიერობის კანდიდატურაზე დაუთმობენ ერთმანეთს რამეს? მელას რაც ელანდებოდაო - ასეთი რამე გამოსდის ვაშაძეს”, - დასძენს საყვარელიძე, რომლის აზრით, მისი ფიგურა ნამდვილად არ იქნება გამაერთიანებელი”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე