"ჩვენს სამშობლოს დაეპატრონა მანიაკალური მკვლელი" - სააკაშვილი
ბოლო წლებში დაირღვა მთავარი რაღაც, რაც იყო ჩვენი, პირადად ჩემი მონაპოვარი, რომ მშობლებს არ ეშინოდათ თავისი შვილების გარეთ გაშვება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
მისი თქმით, დაუსჯელობის სინდრომმა კრიმინალებს ხელი გაუხსნა და ეს ყველაფერი წახალისებულია ივანიშვილის და გახარიას მიერ.
“საქართველოს, ჩვენს სამშობლოს დაეპატრონა მანიაკალური მკვლელი და ეს მკვლელი ანადგურებს და კლავს ჩვენს შვილებს. ბოლო წლებში დაირღვა მთავარი რაღაც, რაც იყო ჩვენი, პირადად ჩემი მონაპოვარი, რომ მშობლებს არ ეშინოდათ თავისი შვილების გარეთ გაშვება. საქართველო ივანიშვილმა 90-იანი წლების რუსეთს დაამსგავსა, სადაც მან ფული გააკეთა, სადაც ადამიანის ცხოვრება არაფერი ღირდა. ამდენი გაუჩინარება, ამდენი გამოუძიებელი მკვლელობა, ამდენი გაყალბება, დაწყებული ეროსი კიწმარიშვილიდან, შემდეგ ხორავას ქუჩის საქმე და უამრავი სხვა, ეს რაც ვიცით და ათასობით სხვაა, რომელიც არც ვიცით და ათასობით სხვაა, რომელიც არც ვიცით და არც მოდის ხალხის ყურამდე.
სრული განუკითხაობა და დიდი საშიშროებაა ქვეყანაში. ნარკოტიკებმა წალეკა ახალგაზრდები, დაუსჯელობის სინდრომმა გაუხსნა კრიმინალებს ხელი და ეს ყველაფერი წახალისებულია ივანიშვილის, გახარიას და ამ ბანდის მიერ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესაჩერებელია. ეს მკვლელი, მანიაკი არის შესაჩერებელი. პირადად არ მივატოვებ ჩვენს ხალხს და ჩვენს ახალგაზრდობას გასაჭირში. ჩვენ აუცილებლად დავუსვამთ ამ ყველაფერს წერტილს. ჩვენ აუცილებლად გადავარჩენთ ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლეს, ჩვენ აუცილებლად შევაჩერებთ ამ გენოციდს,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე