გადასცემს თუ არა საქართველო უკრაინელ მებრძოლს რუსეთს - ომბუდსმენის მიმართვა პროკურატურას
სახალხო დამცველი საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავს, არ გადასცეს უკრაინის მოქალაქე ვადიმ ალტმანი რუსეთს, რადგან მას რუსულ ციხეში წამება ელის.
ვადიმ ალტმანი რუსეთ-უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტში, რუსეთის წინააღმდეგ მონაწილეობდა.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ის „ომის, შეიარაღებული ძალების ინვალიდთა და საომარი მოქმედებების მონაწილეთა სრულიად უკრაინის ორგანიზაციის ოდესის საოლქო ორგანიზაციის“ წევრი. ასევე, აქტიურად მონაწილეობდა უკრაინულ მოხალისეთა ჯგუფების შემადგენლობაში და უკრაინის არმიის აღჭურვა-მომარაგებაში.
"საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ვადიმ ალტმანი რუსეთ-უკრაინის შეირაღებული კონფლიქტის დროს მონაწილეობას იღებდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებში. წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, იგი არის „ომის, შეიარაღებული ძალების ინვალიდთა და საომარი მოქმედებების მონაწილეთა სრულიად უკრაინის ორგანიზაციის ოდესის საოლქო ორგანიზაციის“ წევრი. ასევე, მონაწილეობდა უკრაინულ მოხალისეთა ჯგუფების შემადგენლობაში და აქტიურ როლს ასრულებდა უკრაინის არმიის აღჭურვა-მომარაგებაში.
2020 წლის 30 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის შუამდგომლობა ვადიმ ალტმანის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების თაობაზე, რომლის მიხედვითაც მას ბრალად ედება სხვადასხვა დანაშაულების (კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბება და ნარკოტიკული დანაშაულის) ჩადენა.
საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ რუსულ პენიტენციურ სისტემაში მოიძებნება სასტიკი მოპყრობის არაერთი მაგალითი მათ მიმართ, ვინც რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით პრო-უკრაინულ განცხადებებს ავრცელებს. წინადადებაში მიმოხილული ოლეგ სენცოვისა და სხვა პირთა საქმეები ნათლად მიუთითებს, რომ ვადიმ ალტმანის ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ვალდებულებებთან.
შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქმის შესწავლის ფარგლებში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უნდა გაითვალისწინოს მითითებული გარემოებები და არ მიმართოს სასამართლოს ექსტრადიციაზე თანხმობის მოსაპოვებლად.
საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა გაითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებებს და მიიღებს ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვალდებულებების შესაბამის გადაწყვეტილებას" - აღნიშნულია ომბუდსმენის მიმართვაში.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის პოკურატურისგან ვადი ალტმანის ექსტრადირების მოთხოვნა 2020 წლის 30 იანვარს მიიღო. რუსული მხარე მას სხვადასხვა ბრალდებას უყენებს, მათ შორის არის - კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბება და ნარკოდანაშაული.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა