"მოუწევთ გიორგი რურუას გათავისუფლება" - გიორგი გუგავა
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, გიორგი გუგავას განცხადებით, ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლება მოუწევს და ამას სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით გააკეთებს.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დაარღვია 8 მარტის შეთანხმება და გადააგდო დასავლელი მოკავშირეები, რითაც მან საკუთარი მდგომარეობა დაამძიმა.
,,ჰგონია, რომ ეს თამაში გაუვა. რეალურად, გუშინდელი გადაწყვეტილებით ივანიშვილმა დაამძიმა საკუთარი განაჩენი, რომელიც მას წინ ელოდება. ეს იქნება სანქცირება, მისი პასუხისგებაში მიცემა“,- განაცხადა გიორგი გუგავამ.
გუგუავას განმარტებით, გიორგი რურუას გასათავისუფლებად ისევ პრეზიდენტს გამოიყენებენ.
„ალბათ, ამას გააკეთებენ ისევ სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით. ის ხომ ერთგვარი ხელის შესახოცი ფიგურაა, ყველა შავ საქმეს მას აკეთებინებენ, რომ საკუთარი დაიზღვიონ, თითქოს, თავად ამ საქმეში არ არიან ჩარეული. დასავლეთის რეაქცია ვნახეთ, ისინი ხელისუფლებას გადაგდებას და შეთანხმებების დარღვევას არ პატიობენ. დასავლური თამაშის წესია შეთანხმების შესრულება. ივანიშვილი მოქმედებს რუსული კალკით, გადაგდების მეთოდიკით, ეს არ გაუვა. ამით სანქციებს გამოკრავს ხელს“, – აღნიშნა გუგავამ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს