"ნაციონალურმა მოძრაობამ" 16%-ზე მეტი ვერ უნდა აიღოს" - კობახიძე
50%-ს კარგად ვართ აცდენილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ „Edison Research“-ის ბოლო კვლევის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 16%-ზე მეტი ვერ უნდა აიღოს.
„ჩვენ გვაქვს ანალოგიურად მონაცემები, ჩვენი მონაცემებით 3-ის მაგივრად 4 არ წერია, მეტი წერია, პირველი ციფრი, ეს შემიძლია გითხრათ. 50%-ს კარგად ვართ აცდენილი. 100%-ზე რომ დავსვათ, რომც გაიუმჯობესონ მონაცემები, 16% და 5% არის მაქსიმალური შედეგი, რაც შეიძლება მათ მიიღონ, ეს მაქსიმუმის მაქსიმუმია. იმედი მაქვს ნაცმოძრაობა ვერ მიიღებს 16%-ზე მეტს და „ევროპული საქართველო“ 5%-ზე მეტს, ეს აუცილებელია, რომ ქართული დემოკრატია განვითარდეს. რაც შეეხება, Edison Research-ს ეს არის საერთაშორისო კომპანია და გვაქვს გამოცდილება კვლევების ჩატარების. ველზე ქართული კომპანია მუშაობს, რომელსაც ისინი მალავენ და რატომაც მალავენ ძალიან კარგად ვიცით. Edison-ს ჩვენ ვერაფერს დავაბრალებთ, მაგრამ ვინც მუშაობდა ქართულ ველზე ნათელია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი, მათ შორის უბნის ინსპექტორი დააკავეს
- “„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის - ბიძინა ივანიშვილი ასანქცირებს 4 მილიონ ქართველს” - ლევან სანიკიძე
- “დავაკავეთ თურქეთის 12 მოქალაქე - ისინი წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ” - შსს
- საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში პუტინის ჩასვლას გააპროტესტებენ