"არა მგონია, მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილი იყოს ქართველი მოსამართლეების მიერ მის მიმართ გამოტანილი განაჩენით"
- ჩვენ ძალზე ბევრი რამ გვესმის უკრაინაში მასშტაბური სასამართლო რეფორმის გატარებაზე... როგორ უყურებთ მიხეილ სააკაშვილის რეფორმატორულ იდეებს? მიგაჩნიათ თუ არა რაციონალურად მისი ინიციატივა უმაღლესი სასამართლოს შემადგენლობაში უცხოელი მოსამართლეების მოწვევაზე? მიზანშეწონილია თუ არა იდეა უკრაინაში მოსამართლეთა 90%-ის შეცვლაზე, როგორც ეს საქართველოში განხორციელდა?
- მიხეილ სააკაშვილისაგან რადიკალური რევოლუციური ლოზუნგების გარდა, ჩვენ რაიმე კონკრეტული არაფერი არ გვესმის. იგი ლაპარაკობს იდეალური სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც იდეალურად იმუშავებს და, შესაბამისად, იმ [ახალ სისტემაში] იდეალური მოსამართლეები დაინიშნებიან.
უცხოელი მოსამართლეების მოწვევის იდეაზე კი ასე ვიტყოდი: ამგვარ მოსამართლეთა მუშაობის შედეგი დაკავშირებული იქნება იმასთან, თუ როგორი სახელმწიფო გვექნება, რომელმაც მათი დამოუკიდებლობა უნდა დაიცვას.
რაც შეეხება საქართველოს სასამართლო სისტემას: ჩვენ ყოველთვის მოხარულნი ვართ ჩვენი კოლეგების წარმატებებისა სხვა ქვეყნებში, მაგრამ არა მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითონ იყოს კმაყოფილი ქართველი მოსამართლეების მიერ მის მიმართ გამოტანილი განაჩენით.
ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ კონსტრუქციულ კრიტიკას, ვაანალიზებთ წინადადებებს და შენიშვნებს. მიხეილ სააკაშვილის ლოზუნგებში კი კონკრეტულს ვერაფერს ვხედავთ. ჩვეულებრივად ასე ხდება, რომ კონსტრუქციული დიალოგის დროს განისაზღვრება პრობლემა, სასურველი შედეგი და ამ შედეგის მიღწევის ოპტიმალური გზა. აი, მე ასეთი მუშაობის მომხრე ვარ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს