"ვინც გაგინებს ყოველდღე, იმასთან ნორმალური ადამიანი არ მიხვალ" - პაატა იმნაძე
"ვინც გაგინებს ყოველდღე, იმასთან ნორმალური ადამიანი არ მიხვალ,"- ასე უპასუხა პაატა იმნაძემ ჟურნალისტების შეკითხვას მივიდოდა თუ არა ის "ქართული ოცნების" მიერ გამართული ღონისძიების მსგავს ღონისძიებაზე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგნელების მიპატიჟების შემთხვევაში.
''გააჩნია ოპოზიციას, ვინც გაგინებს ყოველდღე იმასთან ნორმალური ადამიანი არ მიხვალ," - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.
იმნაძემ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ღონისძიებაზე ყოფნა მის პოლიტიკურ ინტერესებს მიანიშნებს.
"რომ არ მიანიშნებდეს არც ვიქნებოდი," - განაცხადა იმნაძემ.
კოჯორში გამართული ღონისძიების სტუმრების შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანიც იყვნენ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე