საქართველოს პარლამენტმა აჭარის კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 92 ხმით (არცერთი წინააღმდეგი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ ერთი მოსმენით დაამტკიცა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, რომელიც სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარადგინა, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.
რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, პროექტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 18 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 3 მაჟორიტარული სისტემით ერთჯერადად იქნება არჩეული, ასევე 2020 წლის შემდეგი არჩევნებისათვის დადგინდა ბუნებრივი საარჩევნო ბარიერი.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს