"ოპოზიციას ვერც პანდემიამ უშველა და ვერც ფაროსანამ" - ვოლსკი
ოპოზიციას ვერც ფაროსანამ უშველა, ვერც პანდემიამ, ახლა პოლიტპატიმრების თემით უნდოდათ სპეკულაცია - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა შეკითხვას, ხომ არ არის გიორგი რურუას წერილი კარლ ჰარცელის განცხადებით განპირობებული.
ვოლკსის თქმით, ოპოზიციის ინტერესში არ შედის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ცდილობს, როგორმე არჩევნების თარიღი გადაიწიოს. მისივე მტკიცებით, ოპოზიციას პროცესების რევოლუციური განვითარება სურს.
"არ ვიცი, რისი გამოძახილია რურუას წერილი - ჰარცელმა თქვა 142, მე ვამბობ 141, რა ვქნათ? რა მნიშვნელობა აქვს. მე გეუბნებით ფაქტობრივი, რაც არის და ზედაპირზე რაც დევს, რა პოზიციაც აქვს ოპოზიციას - ოპოზიციას კატეგორიულად არ უნდა ეს არჩევნები, დაინახა, რომ ვერ ჩააგდეს ამ არჩევნებზე გადაწყვეტილების მიღება. პანდემიამ არ უშველა, არც ფაროსანამ უშველა, ახლა გადადიან მუშაობის სხვა რეჟიმზე, რომ თითქოს ხელისუფლებას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. არ გაამართლა ამ სტრატეგიამ. კაკო ბობოხიძის განცხადებით ამოხეთქა იმ სიმართლემ, რაზეც ესენი ფიქრობენ და ალაგებენ გეგმებს. ვერანაირი სიტუაციაში ვერ ჰპოვეს წარმატება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერც ფაროსანამ უშველა, ვერც პანდემიამ, ახლა კიდე პოლიტპატიმრების თემით უნდოდათ სპეკულაცია. ვერ უშველა ამან. მათ აქვთ სურვილი, რომ დესტრუქციული პროცესები წავიდეს, არჩევნებმა გადაიწიოს მეორე პლანზე, რომ იქნებ როგორმე რევოლუცია მოახდინონ, რომელმაც ასევე წარმატება ვერ მოუტანა მათ მცდელობებს,რაც 20 ივნისს მოხდა" , - განაცხადა ვოლსკიმ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე