გამოქვეყნდა სააკაშვილსა და ადეიშვილს შორის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი
უკრაინული ვებგვერდი obozrevatel.com მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს.
ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე საუბრობენ.
„გვარამია ცოტა აფრენს, ნაბიჭვარი და ავადმყოფია, ყველაფერი ჩააგდო“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი, აუდიოჩანაწერში.
ადეიშვილი კი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას ნერვებმა უმტყუნა.
თავად უკრაინული ვებგვერდი obozrevatel.com აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით წერს: „იცოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის შესახებ?! გამოდის, რომ იცოდა! ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერში მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ასევე მისი კუთვნილი ტელეარხ „მთავარის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, იცოდნენ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის შესახებ, ამის შესახებ საქართველოს მთავრობას არ აცნობეს და დიდი ხნის განმავლობაში ხელს აფარებდნენ დაგეგმილი დანაშაულის შემკვეთს, ორგანიზატორსა და შემსრულებელს“.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს