"ვერ დამეტოლებით" - მიხეილ სააკაშვილი
ახლა შურის, ბოღმის დრო არ არის, ძველი ანგარიშების გასწორების დრო არ არის, ჩემთან დატოლების დროც არ არის, რადგან გარწმუნებთ, ვერ დამეტოლებით, – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა ძველი ანგარიშების გასწორების დრო არ არის და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.
„ჯერ არავის მოუგონია გამარჯვების უკეთესი ფორმულა, ვიდრე ერთობის. ველოსიპედს ნუ მოვიგონებთ. ჩვენი საუკუნეების სიბრძნეა - ძალა ერთობაშია. ამის გარეშე წარმატების მიღწევა ძნელია, ბოლოს და ბოლოს ეს მიღწევადია, ყველა შემთხვევაში ივანიშვილი მაინც დამარცხდება, მაგრამ ეს არის ბევრად მარტივი. როგორ შეიძლება დაყოფა იყოს უფროეფექტური, ვიდრე ერთიანობა. როგორ შეიძლება ერთმანეთთან ქიშპობა, როცა ამხელა წინააღმდეგობა გაქვს. ბარში კი არ ვართ, სადაც სასმელებს ვარჩევთ და ვაჭაშნიკებთ, ვიღაცას მოსწონს ერთი კოქტეილი, მეორეს მოსწონს სხვა რაღაც. ახლა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ვართ. ჩვენ წინააღმდეგ არის ძალიან ვერაგი, თავზეხელაღებული, უტიფარი, დაუნდობელი ძალა. ამ პირობებში როგორ შეიძლება ვიძახოთ, რომ უნდა დავიტოვოთ გზა ერთმანეთს ვექიშპოთ, ვეკამათოთ. ვინ იქნება ამ ბრძოლის წინა ხაზზე, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს. ხვალ, ვიღაც ჩვეულებრივი ადამიანი, ახალგაზრდა გამოვა წინა პლანზე, აიტაცებს ამ დროშას და ის იქნება წინა პლანზე. და ნუ შეგშურდებათ, ახლა შურის, ბოღმის დრო არ არის, ძველი ანგარიშების გასწორების დრო არ არის. ჩემთან დატოლების დროც არ არის, რადგან გარწმუნებთ, რომ ჯერ ერთი ვერ დამეტოლებით, ბევრი მიზეზის გამო, მეორეც, მე ამით არაფერი დამაკლდება, ამით საერთო საქმეს აკლდება. მოდით, მივხედოთ საქმეს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი" არხის ეთერში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა