"ქალებმა მეტად უნდა იაქტიურონ ჯარში წასასვლელად" -
თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ჯარში მეტი ქალი უნდა მიდიოდეს.
მისი თქმით, ქალებისთვის სამხედრო სამსახური სავალდებულო არ არის, თუმცა, ქალბს აქვთ პრეტენზია ჯარში მოხვედრაზე.
“თავდაცვის სისტემაში 8%-ს წარმოადგენენ ქალები. სამოქალაქო ნაწილში არის 51% მანდილოსანი, ხოლო მისიებში 2.7%-ით არიან წარმოდგენილი ქალბატონები. სულ ახლახან, 25 მანდილოსანი ჩაეწერა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე, რომელიც სულ ახლახან დავიწყეთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ინტერესი ქალების მხრიდან არის მზარდი და ჩვენ ამ მიმართულებას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ.
რა თქმა უნდა, ქალებისთვის ჯარში წასვლა არ არის სავალდებულო, ეს არის ნებაყოფლობითი, მაგრამ მიმაჩნია, რომ, ვინაიდან ქალებს აქვთ პრეტენზია და ასეც არის ეს, რომ არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს მათ შორის... როგორიც არის ქვეყნის სიყვარული და ვალდებულების მოხდა ჩვენი ქვეყნის წინაშე, ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც ქალებმა უფრო მეტად უნდა იაქტიურონ, მეტი სურვილი გამოთქვან ჯარში წასვლასთან დაკავშირებით" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე