“სამსახურში არ მივიღე, მისი ინტელექტი არ შეესაბამებოდა რიგითი ოპერის ინტელექტსაც კი” - ოქრუაშვილი ღარიბაშვილზე
”არაფრისმომცემი და სისულელე”, – ასე აფასებს თავდაცვის მოქმედი მინისტრის დღევანდელ განცხადებებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რეალობას არის აცდენილი. ოქრუაშვილმა მისი შს მინისტრობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ მან ღარიბაშვილი სამსახურში ინტელექტის არქონის გამო არ მიიღო:
”ღარიბაშვილი ერთხელ მომიყვანეს გარკვეული რეკომენდაციით. მას სურვილი ჰქონდა, რომ ქალაქის პოლიციაში რიგით ოპერად დაეწყო მუშაობა და არ მივიღე მაშინ იმიტომ, რომ მისი ინტელექტი არ შეესაბამებოდა რიგითი ოპერის ინტელექტს და მოთხოვნებსაც კი” – განაცხადა ოქრუაშვილმა “დღის სტუმარში” საუბრისას.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს “მინისტრის საათის” ფორმატში, საპარლამენტო ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკურ ოპონენტებს დესტრუქციული ძალა უწოდა და თქვა, რომ ისინი შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის იმიჯის შელახვას მიზანმიმართულად ცდილობენ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს