"პარტიამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო" - ზაალ უდუმაშვილი
პარტიამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, როცა თბილისის 8 ოლქიდან 6 ოლქი დათმო, - ამის შესახებ განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.
"ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ერთგულები ვართ იმ პრინციპების, რომელიც გაერთიანებას უკავშირდება.
პრაქტიკულად მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის მაჟორიტარული ოლქების 80% დაუთმო დანარჩენ ოპოზიციას და ახლა ჯერი სხვა ოპოზიციურ პარტიებზეა და იმ შეთანხმებაზე, რომელიც საბოლოოდ უნდა გაფორმდეს - თუ როგორ გადანაწილდება თბილისის მაჟორიტარული ოლქები.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ოლქები განაწილდეს სამართლიანად. ანუ, წარმოდგენილი იყოს ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც თბილისში ძლიერი მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავს.
ახლა ამ პროცესებმა საკონსულტაციო მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს და ოპოზიციამ ერთად უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ერთიანობის ერთგულები ვართ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
სიახლეები
- “აუცილებლად ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ომი მიდის იმისთვის, რათა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს მარიონეტული ჯგუფი, რომელიც შეასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს” - გიორგი ვოლსკი
- ,,მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს” – გარემოს სააგენტო
- დღეს დიდგორობაა
- “საჭიროა ქვეყნის განვითარება, მეტი სიკეთე ქალაქებს და ჩვენს სოფლებს” - კახა კალაძე
- “"ომი საქართველომ დაიწყო", ნათქვამი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, ერთადერთი შანსია, საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდეს - არ გამოვრიცხავ, რომ ჰააგის სასამართლოს საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართონ” - ნიკა გვარამია