"თითოეული ნაბიჯი მომავალში უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული" - გახარია
ჩვენი უპირველესი მიზანია ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, მომავალში ყველა ნაბიჯი უნდა იყოს ფრთხილი და გონივრული, რაც ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების ერთადერთი შესაძლებლობაა.
"დღეს ჩვენ ეპიდემიოლოგიურად ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გვაქვს, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ იმ გეგმის, რომელსაც მივყვებით მიუხედავად იმისა, რომ ეფექტურად გვაძლევს ვირუსის გავრცელების კონტროლის შესაძლებლობას, თითოეული ნაბიჯი მომავალში უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული, ეს ერთადერთი შესაძლებლობაა - წარმატებით გავუმკლავდეთ ეკონომიკურ კრიზისსაც", - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, მთავრობის უპირველესი მიზანია ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და მოქალაქეების ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნება.
„ჩვენი ძირითადი ამოცანა და სტრატეგიაა ინფიცირების შესაძლო სწრაფი, უსწრაფესი გამოვლინება, მოქალაქეებისთვის ეფექტური, სწრაფი მკურნალობა და შემდგომ მათი ნორმალურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში, ასევე, სწრაფად დაბრუნება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ადაპტაციის და მართვის, ვირუსთან ერთად ცხოვრების და ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ უნდა ვმართოთ ჩვენ ეს რისკები ვირუსის გავრცელების სისწრაფის და მისი გეოგრაფიის. ეს არის ჩვენი უპირველესი მიზანი, თითოეული ჩვენგანის, მინისტრის და სამინისტროსი - სწრაფი გამოვლენა , სწრაფი მკურნალობა და სწრაფად ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა