ამ გვერდის ამობედვა

"გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არასოდეს განხილულა" - სამადაშვილი

მე შემიძლია მხოლოდ დავადასტურო, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩრდილოვან კაბინეტში არასდროს განიხილებოდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, არც დღეს განიხილება და არც მომავალში იგეგემება ამ კანდიდატურის განხილვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან.

 

სხვა სუბიექტებს, იქნება ეს თაკო ჩარკვიანი, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეთ ამ საკითხებზე, მაგრამ ჩვენი პარტიის შესაძლო კანდიდატი გიორგი ვაშაძე არასდროს ყოფილა. რაც შეეხება საკითხს, იქნება თუ არა წარდგენილი, აქ მხოლოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე არ არის საუბარი. საუბარია ზოგადად ჩრდილოვან კაბინეტზე, ამაზე მიმდინარეობს შესაბამისი კონსულტაციები და ვნახოთ, რა იქნება პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი და რა წაადგება ჩვენს პოლიტიკური გამარჯვებას შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

წაკითხვა 553 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 02 2020