"დღეს საზოგადოება დაინახავს, რასთან გვაქვს საქმე" - გია ვოლსკი
ოპოზიციას არ აღელვებს ანტიკრიზისული გეგმა,- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ გააკეთა.
ის პრემიერის ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს საზოგადოებას ოპოზიციის რეალურ სახეს კიდევ ერთხელ დაინახავს.
"დღეს სოციალურ დახმარებაზე და ადამიანების გაჭირვებაზე საუბრობენ ისინი, ვინც არავის დახმარებია მაშინაც კი, როდესაც მოსახლეობა დაზარალდა ოკუპაციის პირობებში. თუ ვინმეს რაიმე კითხვა დარჩა ოპოზიციიდან კი ბატონო, დასვან დღეს და მე ვფიქრობ, რომ პრემიერი შესაბამის პასუხს გასცემს. სისტემა რომლითაც პრემიერის ხელმეორედ დაბარება გახდა შესაძლებელი, სწორედ ახლა შეიქმნა და წარმოუდგენელია მათი ხელისუფლებაში ყოფნისას პრემიერი კი არა, ვინმე მინისტრის დაებარებინა პარლამენტში, საერთოდ არც კი ჰყავდათ ოპოზიცია და ამ სიკეთით ახლა შესანიშნავად სარგებლობენ, დღეს საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე