"ვერ გაგიგიათ ვინ არის თვითდასაქმებული და ვინ არა" - რომან გოცირიძე
"ვერ გაგიგიათ ვინ არის თვითდასაქმებული და ვინ არა.
სანტექნიკოსებს, ძიძებს და უამრავ ადამიანს ცნობას სთხოვთ და იცით, რომ ამ ცნობას ვერ მოიტანს. გაწირეთ საშიმშილოდ," - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
„ჩვენ დღეს პირველად ვიხილეთ მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა, შეიძლება ვუწოდოთ მისი ერთი ნაკუწი, ნაწილსაც ვერ ვუწოდებთ. მთელი ამ თვეების განმავლობაში, რაც მოატყუა ხალხი „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მთავრობამ, რეალური მისი სახე გამოჩნდა აქ. აი, ესაა მთელი ანტიკრიზისული პროგრამის შინაარსი, 150 ლარის შეღავათი იმ დასაქმებულებს, რომლებიც 1500 ლარამდე ხელფასს იღებენ. აი, ამით დამთავრდა თქვენი ეკონომიკური ფილოსოფია. დანარჩენი, რაც ილაპარაკეთ არაფერი არ მოსულა პარლამენტში. დანარჩენი ყველაფერი არის ჰაერში გასროლილი ფუჭი სიტყვები, ვინაიდან არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, არაა კანონში ასახული და არ აქვს არც ფინანსური ბაზა.
სად არის დახმარებები, რატომ არის საქართველო ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ამ პანდემიის პირობებში არ გაუწია საკუთარ მოქალაქეს ერთი თეთრის დახმარებაც კი? დაგვისახელეთ ერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელმაც კომპენსაცია არ გაწია. როდის მიიღებს პირველ დახმარებას შიმშილის ზღვარზე მისული ჩვენი მოქალაქე, რომელიც გამოკეტილი იყო სახლში იძულებით, რომელმაც დაკარგა სამუშაო ადგილი და რომელსაც ხელისფულებისგან არავითარი მხარდაჭერა არ მიუღია? მე გეკითხებით მთავრობას და ფინანსთა მინისტრს, როდის მიიღებს პირველ კომპენსაციას? აქ ბიუჯეტი წარმოდგენილი არაა“, - განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, დღეს ფინანსთა მინისტრმა თვითდასაქმებულების კომპენსაციებზე საუბრისას განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, სახელმწიფო სიტყვაზე ვერავის ენდობა და კომპენსაციის მისაღებად რაიმე დამადასტურებელი საბუთის აუცილებელია.
მინისტრის თქმით კორონავირუსის კრიზისმა მეწარმის რეგისტრაციის მნიშვნელობას კიდევ უფრო გაუსვა ხაზი.
სიახლეები
- "ჯერ ქარტია შექმნა, შემდეგ არ გაამართლა და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო, ახლა 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოსო, ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის" - ზარქუა - ზურაბიშვილზე
- ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა
- "26 მაისი ჩვენია! საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს"- სალომე ზურაბიშვილი
- რუსეთი უპასუხებს უკრაინას მაისის სამდღიანი დროებითი ზავის დარღვევაზე
- "უკვე გაშიფრულია ეს სქემა, დადასტურებულად და ფაქტებით ვიცით, როგორ მოქმედებენ ნანული ჟორჟოლიანის და მისნაირი ფონდები" - ნინო წილოსანი