"ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს" - გახარია
კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება და აგროპროდუქტების შიდა წარმოება.
ეს ძალზედ მგრძონობიარე იყო თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის როგორც ფასების ზრდის თვალსაზრისით, ასევე ქვეყნის მომარაგების თვალსაზრისითაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრმაა ითვალისწინებს როგორც ფერმერის მხარდასაჭერას, ასევე იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოტანას, რომელმაც ერთმნიშნევნლოვნად უნდა გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა.
„დღეს სოფლად ცხოვრობს ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი და ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ჩვენ შევიმუშავეთ ის პროგრამა, რომელიც დამყარებულია როგორც ფერმერის მხარდასაჭერად, ასევე იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოსატანად, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა. ამ პროგრამის შედეგი უნდა იყოს ის, რომ აგრარული პროცესი არც ერთი დღით გაჩერდეს და არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწა ქვეყანაში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს