რატომ გაახსენდა ეპიდემიის დროს სერგეი ლავროვს საქართველო - ზურაბ აბაშიძის კომენტარი
“რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მოსკოვი მზად არის განიხილოს სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში, თუ მსგავსი წინადადება ქართულ მხარეს ექნება...
ლავროვის განცხადებით სავაჭრო მისიებსაც გარკვეული შეთანხმებები სჭირდება. “მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე განსაკუთრებით სარგებელს მოგვცემს, მაგრამ თუ ისინი ამას შემოგვთავაზებენ, ჩვენ ნამდვილად განვიხილავთ ამ შესაძლებლობას”, - აღნიშნა ლავროვმა. აბაშიძის განმარტებით, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა მის კოლეგა რუს დიპლომატ გრიგორი კარასინთან შესახვედრის დროს, ლავროვის წინადადება მსგავსი ფორმატით საქართველოსთვის მიუღებელია და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განხილვა უნდა გაგრძელდეს “პრაღის ფორმატით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ გაახსენდა ეპიდემიის დროს სერგეი ლავროვს საქართველო - ზურაბ აბაშიძის კომენტარი.
“ეს საკითხი არ განხილულა. ზოგადად, სავაჭრო წარმომადგენლობის ფორმას საქართველოს კანონდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა უნდა გაგრძელდეს ე.წ. პრაღის ფორმატში, სადაც ამ კუთხით გვაქვს ხელშესახები შედეგები. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია თბილისსა და მოსკოვში შვეიცარიის საელჩოების შემადგენლობაში არსებული საქართველოს და რუსეთის ინტერესების სექციების პოტენციალის გამოყენება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე და შეკითხვაზე - “პანდემიის დროს და არსებული ვითარების ფონზე, რატომ გაახსენდა ლავროვს საქართველო?” - პასუხობს:
“ეს უკვე ბატონ ლავროვს უნდა ვკითხოთ."
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა