„დაუშვებელია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ექსკლუზიურად აღმოჩნდება მხოლოდ ბანკების ხელში“
„დაუშვებელია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ექსკლუზიურად აღმოჩნდება მხოლოდ ბანკების ხელში“ - ასე ეხმაურება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეროვნული ბანკის განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ სებ-ის ცნობით, დღეიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება. კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეეძლებათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რომან გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„დაუშვებელია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვა. მათი როლი ვირუსის გავრცელებაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერი სასურსათო მაღაზიის ან აფთიაქის. ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ექსკლუზიურად აღმოჩნდება მხოლოდ ბანკების ხელში, სადაც კურსი ისედაც მაღალი იყო ყოველთვის და ნაკლებკონკურენტულ პირობებში კიდევ უფრო გაუძვირებენ კლიენტებს მომსახურებას. ეს ასევე გამოიწვევს ბანკებში ადამიანების მიმართვიანობის ზრდას, რაც დახურულ სივრცეში ვირუსის გავრცელების უფრო მეტი რისკის შემცველია, ვიდრე ღია სივრცეში მომუშავე სავალუტო პუნქტების უმეტესობაში,“- წერს გოცირიძე.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა