"ირანის მთავრობა ელოდება, რომ მისი მეგობარი საქართველო სთხოვს აშშ-ს, რომ..." - რა მისწერა ირანელმა დიპლომატმა გახარიას?
"ირანელი დიპლომატი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციების იგნორირება მოახდინონ", - ამ სათაურით აქვეყნებს მასალას ირანის საინფორმაციო სააგენტო "ირნა", რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:
"ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილში საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს შეუერთდეს კამპანიას, რომლის მიზანს ირანისადმი გამოცხადებული აშშ-ის რეპრესიული სანქციების იგნორირება წარმოადგენს.
"კორონავირუსის პანდემიის პირობებში აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება და ერთმანეთთან თანამშრომლობა. სხვა ქვეყნებთან ერთად, ირანიც ებრძვის ახალ კორონავირუსს, მაგრამ მიღებული სანიტარული ზომების მიუხედავად, ვირუსი მაინც ვრცელდება, იღუპებიან ადამიანები, მსხვერპლი დიდია", - წერს ირანის ელჩი და იმავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებს:
"მაშინ, როცა ბოლო კვირეების განმავლობაში ირანელი ხალხი ვირუსის აფეთქებას ებრძვის, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ცალმხრივი და არაადამიანური სანქციები ხელს უშლის ირანის ხელისუფლებასა და მთავრობას ეპიდემიასთან ბრძოლაში. ეს გენოციდის ერთგვარი სახეა", - აღნიშნავს ირანელი დიპლომატი.
"იმ ურთულეს პირობებში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება, ირანის მთავრობა ელოდება, რომ მისი მეგობარი საქართველო გამოავლენს თავის რეაქციას აშშ-ის ცალმხრივი პოლიტიკის მიმართ და სთხოვს მას, რომ უახლოეს ხანში შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციები, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანების სიცოცხლეზე", - აღნიშნავს სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი. "
სიახლეები
- აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
- “აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა” - მიხეილ ყაველაშვილი
- “რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას” - პრემიერი
- “წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”” - ირაკლი კობახიძე
- “ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე” - შალვა პაპუაშვილი