"ოქრიაშვილის გარდა, სხვა მაჟორიტარებს პრეტენზია არ გამოუხატავთ“
"ოცნებაში“ გადაჭრით უარყოფენ გავრცელებულ ცნობას, რომ საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასთან მიღწეულმა შეთანხმებამ მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირება გამოიწვია. მათი ცნობით, ამ საკითხზე არც ბიძინა ივანიშვილსა და არც „ოცნების“ მაჟორიტარებს შორის არ გამართულა საგანგებო შეხვედრა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოქრიაშვილის გარდა, სხვა მაჟორიტარებს პრეტენზია არ გამოუხატავთ“ - კახაძე
"ბიძინა ივანიშვილი შეთანხმებამდე გამართულ უმრავლესობის სხდომასაც არ დასწრებია, შეთანხმების შემდეგ გამართულ სხდომაზე კი, გარდა კახა ოქრიაშვილისა, სხვა მაჟორიტარ დეპუტატებს პრეტენზია არ გამოუხატავთ. რაც შეეხება იმას, რომ თითქოსდა "ოცნებაში“ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაღაც დაძაბულობაა და ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარ დეპუტატებს პერსონალურად ესაუბრა, პირადად ჩემთან ასეთი საუბარი არ ყოფილა. ბიძინა ივანიშვილს არ შევხვედრივარ და არ მგონია, რომ მაჟორიტარების ფორმატში მსგავსი შეხვედრა გამართულიყო“, - აღნიშნავს გამოცემა.
"უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე არ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად შეხვდა მაჟორიტარებს, მით უმეტეს რაიმე გარანტიები მიეცა მათთვის. ვის როდის აქვს მიღების საათები, არ ვიცი. ეს, ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ, ვინც ასეთ ჭორებს ავრცელებენ. ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრება და რა გასაკვირია, თუ აზრთა სხვადასხვაობა იქნება, ოჯახშიც არ არის ხანდახან ერთი აზრი. მაგრამ გეუბნებით, რომ არანაირი გაუგებრობა და პერსონალური შეხვედრები არ ყოფილა, მით უმეტეს - ბიძინა ივანიშვილთან, რადგან ყველანი გაგებით მოვეკიდეთ ამ გადაწყვეტილებას ისევ და ისევ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური ვითარება და არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს“, - განაცხადა კობა კობალაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე