"სააკაშვილი დამპირდა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხს ძალით არ გადაჭრიდა, მაგრამ... "
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირობა არ შეასრულა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხს ძალისმიერი მეთოდებით არ გადაჭრიდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ტასთან“ ინტერვიუში, „20 კითხვა ვლადიმერ პუტინს“ განაცხადა.
„ჩვენ ხომ მას არაერთხელ ვესაუბრეთ ამ თემაზე, ჯერ კიდევ მაშინ როცა პრეზიდენტი იყო.“ -აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ მან სააკაშვილს სთხოვა, „ძალა არ გამოეყენებინა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ“, რაზეც სააკაშვილი დაპირდა, რომ „ამას არასდროს იზამდა“.
„არა, არასდროს გავაკეთებო! და მაინც თავისას მიაწვა, მიაწვა და მიიღო!“- აღნიშნა პუტინმა.
რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ურთიერთობებს, რუსეთის ლიდერი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ მოსკოვისგან „გვერდზე გადგა“. „აქ ჩვენ არაფერ შუაში ვართ. დაე, მადლობა მიხეილ სააკაშვილს გადაუხადონ“, - დასძინა პუტინმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი