“არჩევნებზე აღარ არის საუბარი, არჩევნების შემდგომი პროცესია მაღალი რისკის მატარებელი”
"რას სთავაზობს ხელისუფლება რეალურად ოპოზიციას? კარები ჩავკეტოთ და ფანჯრიდან გადავიდეთო, ეს არის ვირეშმაკობა და ამიტომ, არ ვიცი, მოხდება თუ არა შეთანხმება"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სააარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩიხში შესულ მოლაპრაკების პროცესს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "არჩევნებზე აღარ არის საუბარი, არჩევნების შემდგომი პროცესია მაღალი რისკის მატარებელი” - ხუხაშვილი
"მმართველი გუნდი უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო პაკეტს წარადგენს, რომელშიც ე.წ. 40%-იანი პრინციპი იქნება გათვალისწინებული, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც ნებსიმიერი კონფიგურაციით მოიპოვებს 40%-ზე ნაკლებს, ვერ შეძლებს დააკომპლექტოს მთავრობა, ანუ მიიღოს 75 მანდატზე მეტი. ხელისუფლება ოპოზიციას თავაზობს ასევე ორ ვარიანტს 100/50 და 100/40, ასევე ბარიერი თავად ოპოზიციამ დაასახელოს, ოპოზიციისთვის ორივე შეთავაზება მიუღებლია, რადგან მათი აზრით, ხელისუფლების ეს შეთავაზება პროპორციულთან მიახლოებული არ არის. რაც შეეხება ბარიერს, ოპოზიციის დაშლის მცდელობად აფასებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ამბობენ, ხელისუფლება ყველაფერს სთავაზობს და ოპოზიცია არ თანხმდებაო; რა შესთავაზა რეალურად ხელისუფლებამ ოპოზიციას? კარები ჩავკეტოთ და ფანჯრიდან გადავიდეთო - ეს არის ვირეშმაკობა. რადგან, ყველა შემთხვევაში 110/40-ზე, ჩამკეტი 40% დამატებით პირობებს საჭიროებს და ყოველთვის რჩება ხვრელები. შეიძლება "ოცნებას" მისი საარჩევნო ბუღალტრები ეუბნებიან, რომ 110/40-ზე არის მათი გადამრჩენი, მაგრამ შეიძლება სწორედ ეს ფორმულა აღმოჩნდეს მათთვის ხაფანგი”, - დასძენს გამოცემა.
"კი ბატონო, პროექტი შეიტანონ პარლამენტში და დააყენონ კენჭისყრაზე, ვნახოთ რამდენი დაუჭერს მხარს? ხელისუფლებას შეუძლია ხელების გადაგრეხვის პრინციპით მოიგოს არჩევნები, მაგრამ არჩევნებზე აღარ არის საუბარი, არჩევნების შემდგომი პროცესია მაღალი რისკის მატარებელი. ამიტომ, როგორ განვითარდება მოვლენები, არჩევნების შედეგების შემდეგ, პროგნოზის გაკეთება რთულია"- განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
- “აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა” - მიხეილ ყაველაშვილი
- “რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას” - პრემიერი
- “წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”” - ირაკლი კობახიძე
- “ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე” - შალვა პაპუაშვილი