უკრაინის რადამ პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი გადააყენა
უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო დადგენილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ალექსეი გონჩარუკის გადაყენების შესახებ. გადაწყვეტილებას მხარი 411 დეპუტატიდან, 353-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შედეგად ითვლება, რომ გადამდგარია მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა.
ალექსეი გონჩარუკი უკრაინის რადამ აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლის 29 აგვისტოს აირჩია.
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი რადას სთავაზობს პრემიერ-მინისტრად დანიშნოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი დენის შმიგალი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე