"სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გარანტორია"
სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გარანტორია, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სომხეთის მთავრობის მეთაურის განმარტებით, რეგიონალური საკითხების მოგვარების ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია და მას ალტერნატივა არ აქვს.
„დღეს ჩემსა და გიორგი გახარიას შორის გამართული მოლაპარაკებები გასული წლის ოქტომბერში, ერევანში გამართული მოლაპარაკებების გაგრძელებაა. სიხარულით გავუსვით ხაზი, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, გასული წლის ივნისში ერევანში ჩატარდა მთავრობათშორისი სხდომა. ვისაუბრეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის ადა სხვადასხვა სფეროების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მნიშვნელობას. საუბარია არა მხოლოდ სახმელეთო მარშრუტებზე, არამედ ელექტროენერგეტიკულ და ტელეკომუნიკაციურ კავშირებზე. მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებს, განათლებასა და მეცნიერებას ეხება. ხაზი გაესვა ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გამყარებას, ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების კავშირის გაძლიერებას. შევეხეთ რეგიონალურ უსაფრთხოებასა და მშვიდობას.
ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გარანტორია. მინდა ღრმა რწმენა გამოვხატო, რომ რეგიონალური საკითხების მოგვარების ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია და მას ალტერნატივა არ აქვს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ კონფლიქტს აქვს თავისი თავისებურებები და ამ თვალსაზრისით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მგრძნობიარე საკითხებზე დაბალანსებული პოზიციის შენარჩუნებას. სომხურ-ქართული ტრადიციული ურთიერთობების გამყარების კონტექსტში ხაზს ვუსვამ მნიშვნელოვან ღვაწლს მის განვითარებაში. მადლიერი ვართ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯებისთვის ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის“,-განაცხადა ფაშინიანმა.
სიახლეები
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- "პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება - ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო"
- "დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა"
- "აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო" - ირანის საგარეო უწყება