“რევოლუცია ჩვენ კი არა, “ოცნებას” უნდა”
"რევოლუციური სცენარი თავად ხელისუფლებას აქვს. რევოლუციის იმიტირება თუ ვინმეს აწყობს, ეს პირველ რიგში ივანიშვილია და არა ოპოზიცია. ოპოზიცია მზადაა ნებისმიერი მოდელით წავიდეს არჩევნებზე, თუმცა ვცდილობთ, არჩევნები სამართლიანი სისტემით ჩატარდეს და გვინდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რადგან ეს ივანიშვილის რეჟიმის დასრულების მეტ გარანტიას იძლევა. მეორეცაა - ვიბრძვით საერთოდ დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა ქვეყანაში. ამიტომ რევოლუციაზე ბოდვები და შეთქმულების თეორიები ახალი არ არის. ეს ყველა ავტორიტარ რეჟიმს ახასიათებს”, - აცხადებს ლეიბორისტი ლაშა ჩხარტიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლაშა ჩხარტიშვილი: “რევოლუცია ჩვენ კი არა, “ოცნებას” უნდა” / “გირგვლიანის საქმეზე, მერაბიშვილთან ერთად მურუსიძეც უნდა გასამართლებულიყო”.
“რევოლუციაზე საუბარი სააკაშვილსაც უყვარდა, შევარდნაძესაც, რომელმაც, საბოლოო ჯამში იმდენი ქნა, რომ თავად მოიწყო რევოლუცია. სწორედ არჩევნების გაყალბებამ აიძულა საზოგადოება რევოლუციურ რეჟიმში გადასულიყო. რევოლუციები ყოველთვის ხელისუფლების დამსახურებაა, მას ოპოზიცია კი არა, ხელისუფლება იწვევს. ჩვენ არჩევნებზე მივდივართ, მაგრამ თუ “ოცნება” წიხლებითა და ავტომატებით, მასობრივი გაყალბებით შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, ამ შემთხვევაში მოქალაქეებს აქვთ უფლება, საკუთარი არჩევანი დაიცვან. ჩვენ ჯერ მხოლოდ არჩევნების მოგებაზე ვფიქრობთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ჩხარტიშვილი.
“4 აპრილს, 4 საათზე პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქციის თვის ვემზადებით. ყველა მოქალაქის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენი გამოვა. რაც უფრო მასშტაბური იქნება აქცია, მით უმტკივნეულოდ ჩაივლის ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ოპოზიციის ლიდერები ჩავიდნენ რაგიონებში, ადგილებზე ავუხნათ, რა მდგომარეობაც არის... ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ ივანიშვილის წასასვლელად, არამედ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარასოდეს იყოს ერთი პარტია და ერთი კაცი ყველაფერი - მე ვფიქრობ, ამას გაიგებს ხალხი”, - დაასკვნის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ვანო მერაბიშვილს მიიღებთ ლეიბორისტების ოფისში?...” - პასუხობს:
“მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა. ეს კარგი პრეცედენტია. ყველა მინისტრმა უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში დანაშაულისთვის ყველას მოეთხოვება პასუხი. ეს კარგად უნდა იცოდეს პატიმრობის კანდიდატმა გახარიამ. ცხადია, ამას კანონი იტყვის და არა სხვა ვინმე... დაუსჯელი ბევრი დარჩა, ბევრი დანაშაულია გამოუძიებელი და გაუხსნელი. ეს ფაქტია. სამართლიანობა რომ არ აღდგა, ეს ივანიშვილის კისერზეა. სტრასბურგის სასამართლოს მიხედვით, გირგვლიანის საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში თანაბრად იყო დამნაშავე შსს და სასამართლო. მერაბიშვილთან ერთად ამ საქმეზე მურუსუძეც უნდა გასამართლებულიყო. ის გასამართლდა კი არა, უვადო მოსამართლე გახდა. წინა ხელისუფლების 80% თავის დამნაშავე-დანაშაულიანად ამ ხელისუფლებამ გადმოიბარა”...
სიახლეები
- აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
- “აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა” - მიხეილ ყაველაშვილი
- “რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას” - პრემიერი
- “წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”” - ირაკლი კობახიძე
- “ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე” - შალვა პაპუაშვილი