ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება?!
ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ივანიშვილის გუნდის პოტენციური გეგმებზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება მზადაა ქართული ოცნება ნებისმიერი სტილის არჩევნებში დაამარცხოს.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ჩაატაროს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რაზეც მისი თქმით, უკვე მზადყოფნაა ოპოზიციაში მაჟორიტარულ ოლქებში პარტიებს ერთიანი კანდიდატები ჰყავდეთ.
„ჩვენ გვექნება შეთანხმება, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში იქნება ოპოზიციის ერთი შეთანხმებული კანდიდატი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთიანი ოპოზიცია ყველა მაჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში მოუგებს ხელისუფლებას არჩევნებს. ეს სისტემა, რომელიც მათ თავისთვის კარგი ჰგონიათ, საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდებათ“ ,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საპროტესტო აქციაზე კომენტარი გააკეთა აგრეთვე ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ , რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიცია აუცილებლად გაიმარჯვებს. მისი თქმით, ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვისაც სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. „პირველივე ტურში დასრულდება ყევლაფერი. იქამდე ვნახოთ როგორ გაუძლებენ საზოგადოებისა და დასავლეთის პროტესტს,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.
სიახლეები
- მოსკოვში აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერა
- "მადლობა ამერიკელ მეგობრებს უპრეცედენტო ერთსულოვნებით მიღებული „MEGOBARI აქტისთვის " - გიორგი ვაშაძე
- გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს
- "ვევედრებით წმინდა გიორგის, დაიფაროს სამშობლო, დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრებისგან" - მეუფე შიო
- "გადავწყვიტეთ, ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი, 9 მაისს კი გამოვიდეთ და ევროპა დავუპირისპიროთ რუსიფიკაციას" - სალომე ზურაბიშვილი