PACE "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, უზრუნველყოს ყველასთვის სანდო საარჩევნო სისტემა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ(PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეფუძნება ევროპის საბჭოს წევრ ათ ქვეყანაში 2019 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.
ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, თურქეთი და სერბია.
საქართველოს შემთხვევაში, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად, არ არის გამოძიებული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტები და საარჩევნო კოდექსის სავარაუდო დარღვევები, ხარვეზებია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში, მათ შორის არ არსებობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები და გადაწყვეტილების სრული და საფუძვლიანი დასაბუთება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მმართველ უმრავლესობას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ექნება ყველა დაინტერესებული მხარის ნდობა და მხარდაჭერა, სრულად შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის შესახებ, დროულად განახორციელოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და იმოქმედოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული პოლარიზაციის დასაძლევად.
ასამბლეა დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის გასაძლიერებლად მიღებულ წესებს და დაინტერესებულ მხარეთა შეთანხმებას სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის განსახორციელებლად.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა