ამ გვერდის ამობედვა

2019 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები - როგორ აფასებენ ექსპერტები გასულ წელს და რა მოლოდინი აქვთ 2020-ში

სა­სა­მარ­თლო­ში კლა­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა, პან­კი­სის მოვ­ლე­ნე­ბი, "გავ­რი­ლო­ვის ღამე", სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი, "ოც­ნე­ბის" მიერ უარ­ყო­ფი­ლი და­პი­რე­ბა პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ზე და კრი­ზის­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სამ­თავ­რო­ბო გუნ­დი - ეს იმ პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მე­ლიც 2019 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს შე­ე­ხო.

 

ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ არა­ნაკ­ლებ ხმა­უ­რი­ა­ნი და ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნით დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა 2020 წე­ლიც, მით უფრო, რომ წინ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია...

 

 

  • "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო

 

თით­ქმის მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სა­მარ­თლოს გარ­შე­მო ვნე­ბა­თა­ღელ­ვა არ ჩამ­ცხრა­ლა. მო­სა­მარ­თლე­თა 10-კა­ცი­ა­ნი სკან­და­ლუ­რი სიის შემ­დეგ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თით­ქოს კომ­პრო­მის­ზე წა­ვი­და და მო­სა­მარ­თე­თა შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე და­ი­წყო მსჯე­ლო­ბა.

 

 

დი­ა­ლო­გი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის რამ­დე­ნი­მე თვე გაგ­რძელ­და, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც "ჩინ­ჩა­ლა­ძის კლა­ნის" გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის წას­ვლა მოჰ­ყვა. წლის ბო­ლოს, პარ­ლა­მენ­ტმა 20-კა­ცი­ა­ნი სი­ი­დან 14 მო­სა­მარ­თლე უვა­დოდ გა­ნამ­წე­სა.

 

 

 

 

  • "ნაღ­მზე“ აღ­მო­ჩე­ნი­ლი პან­კი­სის ხე­ო­ბა

 

პან­კის­ში ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას 2019 წლის აპ­რილ­ში ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. კერ­ძო ინ­ვეს­ტორ­მა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მი­თი­თე­ბით და პო­ლი­ცი­ის თან­ხლე­ბით, რო­მელ­საც სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სის უსაფრ­თხო­ე­ბა უნდა და­ეც­ვა, ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, რა­საც პო­ლი­ცი­ა­სა და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის შე­ტა­კე­ბა მოჰ­ყვა.

 

 

 

 

 

მო­სახ­ლე­ო­ბამ პო­ლი­ცი­ას ქვე­ბი და ჯო­ხე­ბი და­უ­ში­ნა, პო­ლი­ცი­ამ კი ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა. ამის შემ­დეგ მშე­ნებ­ლო­ბა შე­ჩერ­და, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი სა­კი­თხის გან­სა­ხილ­ვე­ლად შე­იკ­რიბ­ნენ. თუმ­ცა, თე­ლავ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჩა­ი­შა­ლა და მა­შინ­დე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი და გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი პრე­მი­ე­რის და­ვა­ლე­ბით ხე­ო­ბა­ში ჩა­ვიდ­ნენ. სა­ბო­ლო­ოდ მი­ნის­ტრე­ბი­სა და უხუ­ცე­სე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე გა­და­წყდა, რომ ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა არ გა­ნახ­ლდე­ბა, ვიდ­რე მო­სახ­ლე­ო­ბის 90% არ იქ­ნე­ბა თა­ნახ­მა.

 

 

  • "გავ­რი­ლო­ვის ღამე" - "ოც­ნე­ბის" პირ­ვე­ლი მძი­მე დარ­ბე­ვა

 

პო­ლი­ტი­კუ­რად საკ­მა­ოდ ცხე­ლი და ზო­გი­ერ­თი დე­პუ­ტა­ტის­თვის სა­ბე­დის­წე­როც აღ­მოჩ­ნდა 2019 წლის ზა­ფხუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი კი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ას მოჰ­ყვა, რომ­ლის ფარ­გლებ­ში 20 ივ­ნისს რუ­სუ­ლი დე­ლე­გა­ცია პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ დარ­ბაზ­ში მი­ვი­და. ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი, სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი პარ­ლა­მენ­ტში ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­და და რუ­სულ ენა­ზე წა­იყ­ვა­ნა სხდო­მა.

 

 

ამ ფაქ­ტმა გა­მო­იწ­ვია დე­პუ­ტა­ტე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პრო­ტეს­ტი. ასამ­ბლე­ის სე­სი­ის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში პრე­ზი­დი­უმ­ში შე­იჭრ­ნენ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა“ და „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბით. მათ სპი­კე­რა­ტის ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს და ტრი­ბუ­ნის ბლო­კი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს.

 

 

 

 

ასამ­ბლეა შე­წყდა და რუს­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­დან სას­ტუმ­რო „რე­დი­სონ­ში“ გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­ი­და­ნაც გავ­რი­ლო­ვი პო­ლი­ცი­ის თან­ხლე­ბით გა­იყ­ვა­ნეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა გა­და­კე­ტეს და რუს დე­პუ­ტატს წყლით სავ­სე ბოთ­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა საგ­ნე­ბი ეს­რო­ლეს.

 

 

2019 წლის 20 ივ­ნი­სის 19:00 სა­ათ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია და­ი­წყო. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა მო­ი­ყა­რა თავი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის მცდე­ლო­ბამ, პო­ლი­ცი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

 

 

 

 

 

 

და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 12 სა­ა­თის­კენ, პო­ლი­ცი­ამ და სპეც­რაზმმა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის დარ­ბე­ვა და­ი­წყეს. 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ცი­ის დაშ­ლა რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბით, გა­ზი­სა და წყლის ჭავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. დაშ­ლის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ას აქ­ცი­ა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი არ გა­უფრ­თხი­ლე­ბია.

 

 

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ა­ზე 240 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. აქე­დან 80 პო­ლი­ცი­ე­ლი იყო, 31 ჟურ­ნა­ლის­ტი, და­ნარ­ჩე­ნი კი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ. ორმა ახალ­გაზ­რდამ რე­ზი­ნის ტყვი­ის მოხ­ვედ­რის შე­დე­გად თვა­ლი და­კარ­გა.

 

 

დარ­ბე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მა­ინც გაგ­რძელ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით. სა­ბო­ლო­ოდ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პოს­ტი და­ტო­ვა, სე­სი­ის ორ­გა­ნო­ზა­ტო­რი ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი კი დე­პუ­ტა­ტის მან­დატს და­ემ­შვი­დო­ბა.

 

 

  • და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი გა­ხა­რია და მო­რი­გი სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი "ოც­ნე­ბა­ში"

 

გა­სუ­ლი წლე­ბის მსგავ­სად არც წლე­ვან­დელ წელს ჩა­უვ­ლია მთავ­რო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი, რომ გა­დამ­დგა­რი­ყო ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ამაო აღ­მოჩ­ნდა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ვერ შე­ე­ლია და მე­ტიც, და­ა­წი­ნა­უ­რა კი­დეც. სა­ბო­ლო­ოდ, გი­ორ­გი გა­ხა­რია პრე­მი­ე­რად მოგ­ვევ­ლი­ნა, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრად ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად კი - ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე.

 

 

 

 

მთავ­რო­ბა 2 კვი­რის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც კი­დევ ერთი ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. მისი ად­გი­ლი ძველ­მა მი­ნის­ტრმა - მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა და­ი­კა­ვა.

 

 

  • "გა­დაგ­დე­ბუ­ლი" სა­ზო­გა­დო­ე­ბა და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმრვა­ლე­სო­ბა დაშ­ლის პი­რას

 

წლის და­სა­წყის­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ დე­პუ­ტა­ტე­ბის წას­ვლის ტენ­დენ­ცია, წლის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­და და დე­კემ­ბერ­ში მაშს­ტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. სა­ბო­ლო­ოდ, „ოც­ნე­ბა“ თით­ქმის ყვე­ლა წო­ნი­ან­მა დე­პუ­ტატ­მა და­ტო­ვა. მათ შო­რის არი­ან: მა­რი­ამ ჯაში, თა­მარ ხუ­ლორ­და­ვა თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვი­ლი და სხვა­ნი.

 

 

ყვე­ლა­ფე­რი კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბის დარ­ღვე­ვით და­ი­წყო. ივ­ნი­სის აქ­ცი­ე­ბის დროს, კომ­პრო­მის­ზე წა­სულ­მა "ოც­ნე­ბამ" მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მით არ­ჩევ­ნე­ბი დრო­ე­ბით დათ­მო და ხალ­ხს და­პირ­და, რომ პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით არ­ჩევ­ნე­ბი 2020 წელს ჩა­ტარ­დე­ბო­და.

 

 

 

 

თუმ­ცა სი­ხა­რუ­ლი დრო­ე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა - "ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რებ­მა ცვლი­ლე­ბა ჩა­აგ­დეს და ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2020-ში არ­ჩევ­ნე­ბი ისევ ძვე­ლი სის­ტე­მით ჩა­ტარ­დე­ბა. ოპო­ზი­ცია ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს და იან­ვრი­დან სერ­თო ეროვ­ნუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის და­ი­წყე­ბას აა­ნონ­სებს.

 

 

2019 წლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად, AMBEBI.GE-მ პო­ლი­ტო­ლო­გებს მი­მარ­თა.

 

 

ანა­ლი­ტი­კოს ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის თქმით, 2019 წელი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის საკ­მა­ოდ მძი­მე იყო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თან­და­თან კარ­გავს გავ­ლე­ნას და უნარს, აკონ­ტრო­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი:

 

 

 

 

"საკ­მა­ოდ მძი­მე აღ­მოჩ­ნდა 2019 წელი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, თუმ­ცა ეს მა­ინც და მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა - ისე­დაც ცნო­ბი­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თან­და­თან კარ­გავს რე­ი­ტინგს. პირ­ვე­ლი ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იყო. მარ­თა­ლია, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა, თუმ­ცა ეს იყო და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა.

 

ამის შემ­დეგ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ფსო­ნი გა­ა­კე­თა არა და­კარ­გუ­ლი ამომ­რჩევ­ლის დბ­რუ­ნე­ბა­ზე, არა­მედ მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე მის საყ­რდენ­ზე - ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ზე. 20 ივ­ნისს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აქ­ცია არა მარ­ტო და­შა­ლა, და­არ­ბია კი­დეც. ეს ფაქ­ტო­რე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თან­და­თა­ნო­ბით კარ­გავს გავ­ლე­ნას და უნარს, აკონ­ტრო­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი.

 

სა­ინ­ტე­რე­სო იყო მისი შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯი­ბიც - რო­დე­საც ეს კრი­ზი­სი დად­გა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ვი­და ინი­ცი­ა­ტი­ვით, რაც ამ კრი­ზისს მო­აგ­ვა­რებ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ზე გა­დას­ვლა შეს­თა­ვა­ზა. ამით კრი­ზი­სი ნელ-ნელა გა­და­ა­ვა­და, ოღონდ მას შემ­დეგ, რაც თა­ვი­სი­ვე და­ნა­პი­რე­ბი უკან წა­ი­ღო, კრი­ზის­მა უფრო მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ი­ღო.

 

დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის პრობ­ლე­მა გახ­და არა მარ­ტო ოპო­ზი­ცია, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც. აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მო­უ­წო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­ა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოპო­ზი­ცი­ას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ი­წყოს.

 

მაგ­რამ საქ­მე იმა­შია, რომ ამ კრი­ზი­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მა­ინც ლი­დე­რობს. ხვალ რომ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს, თუნ­დაც შე­რე­ულ სის­ტე­მით, ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას კვლავ მმარ­თვე­ლი ძალა შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს. შემ­დეგ მოს­დევს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო", ახ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი „ლელო“. ხვალ რომ არ­ჩე­ვე­ბი ჩა­ტარ­დეს, „ლე­ლოს“, „ლე­ი­ბო­რის­ტებს“ და „პატ­რი­ოტ­თა ალი­ანს“ 3%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ.

 

მაგ­რამ "ოც­ნე­ბას" ეყო­ფა თუ არა რე­სურ­სი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სტა­ბი­ლუ­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ვი­თა­რე­ბა, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბაც მო­მა­ვალ წელს“, - გვი­თხრა ძა­ბი­რა­ძემ.

 

 

2020 წელს პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან და გარ­დამ­ტეხ სი­ახ­ლეს არ ელო­დე­ბა არ­ჩილ გამ­ზარ­დია. მისი აზ­რით, "ოც­ნე­ბა" კარ­გავს რე­ი­ტინგს, თუმ­ცა არ ძლი­ერ­დე­ბა ოპო­ზი­ცია.

 

 

 

 

"გარ­და პე­რი­ო­დუ­ლი უხერ­ხუ­ლო­ბი­სა, ჩოჩ­ქო­ლი­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა, დიდი იმე­დი არ მაქვს, რომ 2020 წელი რა­ღა­ცის გან­მსა­ზღვრე­ლი იქ­ნე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ახ­ლეს მო­უ­ტანს.

 

სა­ერ­თო ჯამ­ში, 2019-მა მოგ­ვცა, ის რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ი­ტინ­გი მკეთ­რად შემ­ცირ­და, მაგ­რამ ოპო­ზი­ცია არ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლა. ოპო­ზი­ცი­ის სტრა­ტე­გი, რო­გორც ფაქ­ტი აჩ­ვე­ნებს არ არის საკ­მა­რი­სად წარ­მა­ტე­ბუ­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ბი, რა­მაც მა­სობ­რო­ი­ვი გა­მოს­ვლე­ბი გა­მო­იწ­ვია, ჩაქ­რა. შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­დის, რომ პო­ლი­ტი­კურ­მა სპექტრმა ეს პრო­ცე­სე­ბი საკ­მა­რი­სად ეფექ­ტუ­რად ვერ გა­მო­ი­ყე­ნა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც კარ­გად აუღო ალღო პრო­ცე­სე­ბის ჩაქ­რო­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ას.

 

გვახ­სოვს იყო სა­რა­ლი­ძის თემა, შემ­დეგ 20 ივ­ნი­სის მო­ვე­ლე­ნე­ბი და სხვა. ოპო­ზი­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით, დას­კვნებს ვერ აკე­თებს, არ აქვს სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი სტრა­ტე­გია. არა­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­სუს­ტე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად უნდა იწ­ვევ­დეს ოპო­ზი­ცი­ის იმი­ჯის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რომ მათი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და­ვი­ნა­ხოთ.

 

არის რა­ღაც მცდე­ლო­ბე­ბი, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის პერ­სპექ­ტი­ვა დიდი არ არის. ჯერ­ჯე­რო­ბით, "ოც­ნე­ბა" კრი­ზი­სებს თავს არ­თმევს, ახლა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­საც მიწ­ვდა და ინ­კა­სო და­ა­დო, მზად არი­ან ნე­ბის­მი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი და სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე გა­აქ­როს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც წესი იც­ვლე­ბა მა­შინ, რო­დე­საც რა­ღაც სი­ახ­ლე არ­სე­ბობს ან თუნ­დაც ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ჩანს. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში კი ასე არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, მიდ­გო­მა რომ არ მინ­და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ამას ისევ „ოც­ნე­ბა" მირ­ჩევ­ნია ისევ იმუ­შა­ვებს" - უთხრა AMBEBI.GE-ს გამ­ზარ­დი­ამ.

 

 

პო­ლი­ტო­ლოგ ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის აზ­რით, კი მო­მა­ვალ წელს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ჩა­მოშ­ლის პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა. მისი აზ­რით, 2019-მა წელ­მა მმარ­თვე­ლი ძალა საფრ­თხო­ბე­ლად აქ­ცია:

 

"2019 წელი მრა­ვალ­მხრი­ვი გა­მოწ­ვე­ვის წელი იყო სა­გა­რეო, თუ სა­ში­ნაო, უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ჩა­მოშ­ლის პრო­ცე­სი გაგ­რძელ­და, რო­გორც ამას ჯერ კი­დევ 2018 წელს ვვა­რა­უ­დობ­დით. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ეს პრო­ცე­სი 2020 წელ­საც გაგ­რძელ­დეს.

 

უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე ას­პექტს გა­მოვ­ყოფ - ეს არის პან­კი­სის მოვ­ლე­ნე­ბი, 20 ივ­ნი­სის ღამე და მუდ­მი­ვად იყო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ტა­ცე­ბის "ქე­ი­სე­ბი", რო­მე­ლიც ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის საქ­მით გაგ­რძელ­და.

 

...ვფიქ­რობ, მო­მა­ვა­ლი წელი უმ­ძი­მე­სი იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბის და იმი­ჯის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის. "ოც­ნე­ბა" თით­ქმის ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ზე აკე­თებ­და აქ­ცენტს - არ ვარ კარ­გი, მაგ­რამ ჩემ­ზე უა­რე­სი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა". ვე­ლო­დი, რომ 2020 წელს „ოც­ნე­ბა“ ბო­ლოს და ბო­ლოს მიხ­ვდე­ბო­და და და­დე­ბით კო­რექ­ტი­ვებს შე­ი­ტან­და მის ქმე­დე­ბებ­ში, მაგ­რამ ასე არ აღ­მოჩ­ნდა. პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ხე­ლოვ­ნუ­რად ჩაგ­დე­ბამ ყვე­ლა­ნა­ირ პო­ზი­ტივს ცივი წყა­ლი გა­და­ას­ხა.

 

ერ­თა­დერ­თი სტრა­ტე­გია, რაც შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ტი­უ­რის მომ­ცე­მი იყოს „ოც­ნე­ბის­თვის“ ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის წყვი­ლი, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სის­ტე­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე უკვე გა­მოჩ­ნდა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ეს თემა კვლავ გაქ­ტი­ურ­დეს და ყვე­ლა­ზე მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი ამით შე­მო­ი­ნა­ხოს ივა­ნიშ­ვილ­მა.

 

ერ­თა­დერ­თი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მცი­რე­დით და­ა­კო­რექ­ტი­როს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დღე­ვან­დე­ლი სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა, არის პო­ზი­ტი­უ­რი პი­ა­რი. ის დრო წა­ვი­და როცა არ­ჩევ­ნე­ბის მო­სა­გე­ბად სა­ა­კაშ­ვი­ლის საფრ­თხო­ბე­ლად წარ­მო­ჩე­ნა საკ­მა­რი­სი იყო. 2019 წელ­მა „ოც­ნე­ბა“ თა­ვად აქ­ცია საფრ­თხო­ბე­ლად. ამი­ტომ საფრ­თხო­ბე­ლას თემა ნა­წი­ლობ­რივ იმუ­შა­ვებს, მაგ­რამ ისე ვე­ღარ, რო­გორც მუ­შა­ობ­და ყვე­ლა წინა არ­ჩევ­ნებ­ზე" - აღ­ნიშ­ნა ლა­გა­ზი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

 

 

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით კი, სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბა­ში 2019 წელი ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო იყო:

 

 

 

"20 ივ­ნი­სის შემ­დეგ, ამ პარ­ლა­მენტს სა­კა­ნონ­მდებ­ლო მუ­შა­ო­ბის და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ამო­ცა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტის ლე­გი­ტი­მა­ცია არ აქვს. ამ ყვე­ლა­ფერს და­ა­მა­ტეს მთე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი და სა­მარ­ცხვი­ნო „გა­დაგ­დე­ბა“. გაგ­ვი­თა­მა­შეს თეთ­რი ძა­ფით ნა­კე­რი ის­ტო­რია, რო­დე­საც დე­პუ­ტა­ტე­ბი თით­ქოს ამ­ბოხ­დნენ. მეტ-ნაკ­ლე­ბად ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იმას მა­ინც მო­ა­ხერ­ხებ­და, რომ ის პოზა და­ე­ჭი­რა, თით­ქოს ამ „ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­ზე“ ნა­წყე­ნია. ნა­წყე­ნი კი არა, და­ა­ჯილ­დო­ვეს, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბად და ვიცე-სპი­კე­რე­ბად და­ნიშ­ნეს. ამ თეთ­რი ძა­ფით ნა­კერ ის­ტო­რი­ას აჭ­მე­ვენ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

 

ჯერ 20-21 ივ­ნი­სი მო­ნათ­ლეს სა­ხელ­მწი­ფოს გა­დატ­რი­ა­ლე­ბად და პარ­ლა­მენ­ტის­თვის ბოლო ლურ­სმა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის ეს ის­ტო­რი­უ­ლი „გა­დაგ­დე­ბა“ იყო. პარ­ტი­ებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, მათ „გა­და­აგ­დეს“ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი. აქ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პე­რი­პე­ტი­ე­ბიც ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტია.

 

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბა­ში 2019 წელი ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო იყო. მიმ­დი­ნა­რე­ობს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი სტე­რი­ლი­ზა­ცია. კა­ნონ­ზო­მი­ე­რია, რომ თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი წა­მო­ვი­და და მისი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, და­ვუშ­ვათ, ბე­რა­ი­ამ თუ ხუნ­და­ძემ. ვი­საც ოდ­ნავ მა­ინც ჰქონ­და ში­ნა­გა­ნი ძარ­ღვი შერ­ჩე­ნი­ლი, ყვე­ლამ და­ტო­ვა უმ­რავ­ლე­სო­ბა.

 

ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­პარ­ლა­მენ­ტო ფორ­მატ­ში მი­ი­ღო, იყო ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი დეგ­რა­და­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი. პარ­ლა­მენ­ტმა აჩ­ვე­ნა, რომ ის არც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ, არც მო­რა­ლუ­რი და არც პრო­ფე­სი­უ­ლი თვი­სე­ბე­ბით არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს არა­თუ და­სავ­ლურ სტან­დარტს, არა­მედ პოსტსაბ­ჭო­ურ სა­პარ­ლა­მენ­ტო სტან­დარტთა­ნაც ვერ მი­დის ახ­ლოს" - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

 

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 1294 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 31 2019