"დღეს "ფეისბუქზე" რომ შევედი, თავისუფლად ამოვისუნთქე, რადგან ადრე "ტროლები" და "ბოტები" იყვნენ შემოვარდნილი"
დღეს დილით, როცა "ფეისბუქზე" შევედი, ძლივს ამოვისუნთქე თავისუფლად, რადგან ადრე "ტროლები" და "ბოტები" იყვნენ ხოლმე შემოვარდნილი და ყოველდღიურად უამრავ კომენტარს აკეთებდნენ, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე შეფასებით, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა "ფეისბუქმა", კომპანიამ, რომელმაც უზარმაზარი „შავი ხვრელი“ აღმოაჩინა ქართულ "ფეისბუქ“ სივრცეში.
„ძალიან სერიოზულად შემცირდა "ფეისბუქიუზერების" საერთო რაოდენობა, რადგან ასობით ათას "ტროლზეა" საუბარი, რომელიც "ქართულ ოცნებას" ჰქონდა გაკეთებული. ეს არის მწყობრი ნაბიჯი, რასაც ჩვენი მეგობარი ქვეყნები, პატნიორები ამ მიმართულებით დგამენ და ამ მწყობრი ნაბიჯებით აუცილებლად, დანაშაულებრივი სისტემა,რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ჩამოაყალიბა, დამარცხდება", - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ფეისბუქმა“ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა.
„წავშალეთ 39 ქართული „ფეისბუქ“ ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 „ინსტაგრამ“ ანგარიში, რომლებიც ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში“,- ამის შესახებ კომპანია „ფეიბუქის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე